ტარტალეტკები
მასალა:
კვერცხი 2ც.
შაქარი 0,5 ჩ/ჭ.
კარაქი 250გრ.
არაჟანი 2 ს/კ.
სოდა 1 ჩ/კ.
ძმარი 1 ს/კ.
ვანილი და მურაბა (ან ჯემი) გემოვნებით.
მომზადება:
2 კვერცხის გული გავთქვიფოთ მიქსერით ნახევარ ჩაის ჭიქა შაქრის
ფხვნილთან ერთად. თანდათან შევათქვიფოთ 250გრ. დარბირებული კარაქი, 2 ს/კ.
არაჟანი, სოდა ძმრით, დავაყაროთ 2–2,5 ჩ/ჭ. ფქვილი და მოვზილოთ რბილი ცომი.
ავიღოთ ალუმინის სპეციალური ფორმები, წავუსვათ რაიმე ცხიმი (კარაქი ან
მარგარინი), ჩავდოთ ცომის პატარა გუნდები და ხელით გავაბრტყელოთ, ისე რომ ცომი
ჩავიდეს ფორმების ღარებში (ცომით ფორმა არ უნდა გავავსოთ, რადგან იგი ცხობაში
იმატებს), თითოეული ფორმა მოვათავსოთ გამოსაცხობ ფორმაზე და გამოვაცხოთ აირღუმელში. როცა გამოცხვება შევაგრილოთ, ამოვიღოთ ნამცხვრები ფორმებიდან,
გავაცივოთ. შემდეგ თითოეული ფირფიტებში წავუსვათ მურაბა და კრემის სპეციალური
ფორმით დავასხათ ზემოდან ბეზე.
მურაბის მაგივრად შეიძლება გამოვიყენოთ კრემი და ზემოდან ბეზე.
შეიძლება ეს ნამცხვარი მოვრთოთ სხვადასხვა ფერის კრემით (ნავცხვარის ირგვლივ)
შუაში კი ჩავდოთ რომელიმე მურაბა (თეთრი ბლის, გარგრის, ლეღვის და სხვა).
ბეზეს მომზადება:
6 კვერცხის ცილა ავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე, შემდეგ დავამატოთ 6
ს/კ. შაქარი და კვლავ ავთქვიფოთ მიქსერით, დავამატოთ 1ც. ვანილი და ისევ
ავთქვიფოთ.
|