მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 24 » ტრადიციული ღონისძიებები და ფესტივალები აჭარაში
12:49
ტრადიციული ღონისძიებები და ფესტივალები აჭარაში


ტრადიციული ღონისძიებები და ფესტივალები აჭარაში

 

ცეკვა-სიმღერები ყოველწლიურად სრულდება ისეთ ტრადიციულ სახალხო დღესასწაულებზე, როგორებიცაა ,,შუამთობა", რომელიც იმართება აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას მთიანი აჭარის ალპურ ზონაში, ,,კოლხობა", რომელიც ასევე აგვისტოში ტარდება ზღვისპირა სოფ. სარფში, ,,ტბელობა", რომელიც სექტემბრის ბოლოს იმართება სოფელ ხიხაძირში და ეძღვნება შუა საუკუნეების დიდ ფილოსოფოსსა და ასტროლოგს - ტბელ აბუსერისძეს.
"შუამთობა" უძველესი ქართული დღესასწაულია და იგი ჩვეულებრივ, მთის სამუშაოთა სეზონის შუა პერიოდს ემთხვევა.ეს ტრადიცია უკვე მრავალი წელია გრძელდება და ის დიდი სახალხო დღესასწაულია. ამ დღეს იმართება სახალხო სეირნობა, შეჯიბრებანი სპორტის ტრადიციულ-ეროვნულ სახეობებში - ისინდსა და ქართულ ჭიდაობაში, აგრეთვე ეწყობა ადგილობრივი რეწვის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა. ორდღიანი დღესასწაული საზეიმო წარმოდგენით მთავრდება. ხულოს რაიონის სოფ. ხიხაძირში, ლაშა-გიორგის მეფობის პერიოდში, დაახლოებით 1190-1240 წლებში, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ხიხათა ერისთავის ძე, გამოჩენილი მოაზროვნე, მეცნიერი, ასტრონომი, ტბელ აბუსერისძე, რომელმაც შექმნა ისტორიულ-ფილოსოფიური შრომები, ვრცელი ქრონოლოგიურ-ასტრონომიული ტრაქტატები. სწორედ მისი ძალისხმევით აშენდა ხიხანის ციხე. ტბელისადმი დიდი პატივისცემისა და დაფასების ნიშნად აქაურმა მცხოვრებლებმა შრომისა და დასვენების დღესასწაულს მისი სახელი უწოდეს. ზეიმი ძირითადად იმართება სოფ. ხიხაძირში, ტბელ აბუსერისძის მშობლიურ სოფელში. ტბელობა აგრეთვე აღინიშნება სხალთაში, ფურტიოში, თხილვანაში.
"კოლხობის" დღესასწაულს განსაკუთრებული აზრი და შინაარსი გააჩნდა. როგორც ვიცით, არგონავტებმა, კოლხეთის მეფის მშვენიერი ასულის დახმარებით, მოსტაცეს უძლეველ აიეტს ოქროს საწმისი, თან წაიყვანეს მედეაც, მოკლეს კოლხეთის ტახტის მემკვიდრე აფსირტე და გაიქცნენ. სწორედ ეს მითი უდევს საფუძვლად დიდ თეატრალიზირებულ სანახაობას სახელწოდებით ,,კოლხობა", რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაში "ქვაომხაზობის" სახელწოდებითაა ცნობილი.
მარეთობა
მარეთობა ტარდება 7 მაისს, მარეთობა ტრადიციული დღესასწაულია, ადრე იწოდებოდა როგორს შრომის დღესაწაული. ამ დროს შუახევის მუნიციპალიტეტის მცხოვრებნი თემების მიხედვით წარმოადგენენ სოფლის მეურნეობის პროდუქციას, მონაწილეობენ ფოლკლორული ანსამბლები. ეს დღესასწაული ტარდება შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლადაურში.
ჩაოობა
ჩაოობა ტარდება მაისის პირველ შაბათ-კვირას. ჩაოობა ხულოს მუნიციპალიტეტში ტარდება, სოფ.: ჩაოში.
სელიმობა
სელიმობა ტარდება 3 ივნისს. ხულოს მუნიციპალიტეტში ტარდება, სოფ.: ბაკოში. ამ დღეს იხსენებენ სელიმ ხიმშიაშვილის მოღვაწეობას, ტარდება კონცერტი ადგილობრივი თვითშემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით, ხახლური რეწვის ნაწარმთა გამოფენა.
შუამთობა
შუამთობა ტარდება აგვისტოს პირველი შაბათ-კვირას. შუამთობა არის უძველესი ტრადიციული დღესასწაული, რომელიც იმართება სამივე მუნიციპალიტეტის (ხულოს, ქედისა და შუახევის) საზაფხულო სამთო საძოვრებზე. იმართება დოღი. ეწყობა ხალხური რეწვის ნაწარმთა გამოფენა, მონაწილეობენ ფოლკლორული ანსამბლები.
ზორტიყელობა
ზორტიყელობა ტარდება შუამთობის დღესასწაულის მომდევნო შაბათ-კვირას. ზორტიყელობა არის უძველესი ტრადიციული დღესასწაული, რომელიც ტარდება ბახმაროსთან (გურიაში) საზაფხულო სამთო საძოვრებზე. იმართება დოღი, რომელშიც ერთმანეთს ეჯიბრებიან ცხენოსნები გურიიდან და აჭარიდან. ეწყობა ხალხური რეწვის ნაწარმთა გამოფენა, მონაწილეობენ ფოლკლორული ანსამბლები.
სარიჩაიობა
სარიჩაიობა ტარდება 4-5 აგვისტოს. ტრადიციული დღესასწაული, რომელიც იმართება ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სარიჩაიში. იმართება დოღი. ეწყობა ხალხური რეწვის ნაწარმთა გამოფენა, მონაწილეობენ ფოლკლორული ანსამბლები.
ტბელობა
ტბელობა ტარდება ოქტომბრის პირველ შაბათი-კვირას. ტრადიციული დღესასწაული, რომელიც იმართება ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში სხალთა-ხიხაძირი-თხილვანა. ამ დღეს იხსენებენ ტბელ აბუსერიძის ღვაწლს. ეწყობა ხალხური რეწვის ნაწარმთა გამოფენა, მონაწილეობენ ფოლკლორული ანსამბლები.
მაჭახლობა
მაჭახლობა ტარდება სექტემბრის მეორე ნახევარში. მაჭახლის ხეობის დღესასწაული. ტრადიციული დღესასწაული, რომელიც იმართება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახლის ხეობაში, დღესასწაული იწყება მაჭახელას თოფის მონუმენტიდან (მდ. მაჭახლისა და ჭოროხის შესართავში), გრძელდება სოფ. მაჭახლისპირში და მთავრდება სოფ. ზედა ჩხუტუნეთში).
კოლხობა
კოლხობა ტარდება აგვისტოს დასასრულს ან სექტემბრის დასაწყისში. უძველესი ლაზური დღესასწაულია, ხელვაჩაურის ტერიტორიაზე, სოფელ სარფში. ამ დღესასწაულზე ხდება არგონავტების მითის გაცოცხლება სცენაზე.

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 2286 | დაამატა: natia | ტეგები: ტრადიციული ღონისძიებები და ფესტივალ | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: