ტყლაპის საწებელი
მასალა:
ტყლაპი
100გრ.
ქინძი,
ნიორი, წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ტყლაპი
დახიეთ პატარ–პატარა ნაჭრებად, ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით იმდენი მდუღარე წყალი, რომ დაიფაროს, დაახურეთ თავსახური და ასე გააჩერეტ რამდენიმე საათი, შემდეგ კარგად ამოლესეთ, გადაიტანეთ საცერზე, გახეხეთ, დაუმატეთ დანაყილი ქინძი, წიწაკა, ნიორი, მარილი და კარგად აურიეთ.
|