მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 20
სტუმარი: 20
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 23 » ტყის მარწყვი
22:35
ტყის მარწყვი


ტყის მარწყვი

 

ტყის მარწყვი მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ნაყოფი მწიფდება ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში. ტყის მარწყვი გავრცელებულია ტყეებში, ტყის პირებში, მდელოებში, მშრალ ბალახოვან ფერდობებზე და ბუჩქნარებში. ნედლეულად იყენებენ ნაყოფს, ფოთლებს და ფესვებს. ნაყოფს აგროვებენ სრული სიმწიფის დროს. ფოთლებს კრეფენ ყუნწების გარეშე ყვავილებისა და ნაყოფის დამწიფების პერიოდში. ფესვებს აგროვებენ შემოდგომით, აცილებენ წვრილ ფესვებს და აშრობენ. ტყის მარწყვის ქიმიური შემადგენლობა არ არის კარგად შესწავლილი. შედარებით კარგად არის შესწავლილი ნაყოფის ქიმიური შემადგენლობა. მასში დიდი რაოდენობით შედის შაქარი (9,5%-მდე, ორგანული მჟავები, პექტინი (1,5%) დასათრიმლავ ნივთიერებები (0,4%-მდე), ვიტამინები: B, C, კაროტინი, ეთერზეთი, მიკროელემენტები, მათ შორის რკინა, მანგანუმი, სპილენძი, ქრომი. ფოთლებში აღმოჩენილია სათრიმლავი ნივთიერებანი, ვიტამინი C (250-280 მგ %), ალკალოიდის კვალი და გლიკოზიდი ფრაგარინი. ფესურებსა და ფესვებშიც ნაპოვნია სათრიმლავი ნივთიერებები (9,4%-მდე). ტყის მარწყვის ხილი ნაყოფი შესანიშნავი დიეტური პროდუქტია. იგი, როგორც სამკურნალო საშუალება, გამოიყენება ჰიპერტონული დაავადების, ათეროსკლეროზის, კუჭის წყლულის, გასტრიტების, ატონური გაუვალობის, ანემიის, ნიკრისის ქარის და ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შემთხვევაში. არსებობს ვერსია, რომლის მიხედვითაც მსოფლიოში ცნობილმა ბოტანიკოსმა კარლ ლინეიმ თავი ნიკრისის ქარისაგან განიკურნა ტყის მარწყვის ნაყოფით. ნაყოფისა და ფოთლების ნაყენს იყენებენ ნაღვლისმდენ საშუალებად. მას გააჩნია აგრეთვე დიურეტიკული მოქმედების უნარი. ნაყოფის წვენს, ნაყენს და ნახარშს აქვს ოფლმდენი თვისებები, უკლავს წყურვილის სურვილს, აუმჯობესებს ჭამის მადას. ნაყოფის წვენს იყენებენ გარეგან საშუალებად წითელი ქარის დაავადებების დროს, პატარა ჭრილობების, ეგზემისმაგვარი მდგომარეობის, კანზე ლაქების, ჭორფლისა და ფერისმჭამელების მოსაცილებლად. ამ დროს დღეში იღებენ 4-6 სუფრის კოვზ ახალ წვენს. შეიძლება ნაყენის დასამზადებლად გამოყენებული იქნეს გამშრალი ნაყოფი და ფოთლები. ერთ ჭიქა ნაყენს იღებენ ერთი დღის განმავლობაში. ტყის მარწყვის ფოთლების ნაყენს იღებენ როგორც ოფლმდენ, ნიკრისის ქარის საწინააღმდეგო საშუალებას, აგრეთვე თირკმელში და ღვიძლში ქვების, ავიტამინოზის, საშვილოსნოდან სისხლის დენისა და გაცივების დროს. ხალხურ მედიცინაში იყენებენ აგრეთვე ფესვების ნახარშებსაც, ფაღარათების, თირკმელში და შარდის ბუშტში კენჭების არსებობის, კანის დაავადებების და სისხლისდენის დროს. ახალი ფოთლები ჭრილობის შესახორცებელი კარგი საშუალებაა. ტყის მარწყვის ნაყენის მისაღებად აიღეთ 1 სუფრის კოვზი მარწყვის ფოთლები და ფესვები, დაასხით 400 მლ (2 ჩაის ჭიქა) ცივი, ანადუღარი წყალი, გააჩერეთ 6-8 სთ, გაწურეთ და შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 3-ჯერ გასტრიტების, მსხვილი და წვრილი ნაწლავების ანთების, ფაღარათების დროს.

 

წყარო: ira-gar.blogspot.com

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1754 | დაამატა: natia | ტეგები: ტყის მარწყვი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: