ტორტი–ნაყნი ხილით
მასალა:
ვანილის
ნაყინი
0,5კგ.
კივი
3ც.
ატამი
1ც.
შაქარის
პუდრა 2ს/კ.
მომზადება:
კივი
გავთალოთ და დავჭრათ მრგავლ ნაჭრებად. ატამს ამოვაჭრათ გული (კანი არ გავაცალოთ) და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. სასურველი ფორმა დავასველოთ ცოტა წყალით, ფორმის მთლიან ზედაპირს მოვაყაროთ შაქარი შემდეგ კი ფორმის კედლებზე და ძირში მოვაწყოთ ხილის ნაჭრები, ზევიდან მოვათავსოთ დარბილებული ნაყინი, მოვუსწოროთ ზედაპირი და შევდგათ საყინულეში 5–6 საათით. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ ფორმა გამოვიღოთ საყინულიდან, ჩავდოთ რამოდენიმე წამით ცხელ წყალში და გადმოვაბრუნოთ ტორტი თეფშზე.
|