ტორტი ალუბლით
მასალა:
კვერცხი
14ც.
შაქრის
ფხვნილი 5
ჩ/ჭ.
კარაქი
100გრ.
რძე
1 ჩ/ჭ.
ფქვილი
11 ს/კ.
ალუბალი
1,5–2 კგ.
ვანილი
და კონიაკი გემოვნებით.
მომზადება:
კარგად
გარეცხილ ალუბალს გამოვაცალოთ კურკა, გავარჩიოთ შუაზე და ქვაბში ფენა–ფენა ჩავაწყოთ ჯერ ალუბალი, შაქრის ფხვნილი (2 ჩ/ჭ), ისევ ალუბალი და ა.შ. მეორე დღეს, ან 4–5 საათის შემდეგ ალუბალი გაუშვებს წვენს და მზად იქნება ტორტისათვის. 1 ჩ/ჭ. ალუბალი დავტოვოთ მთელები (უშაქროდ) ტორტის ზემოდან მოსართავად.
ბისკვიტის
მომზადება:
12 კვერცხის ცილა აფთქვიფოთ კარგად. შევათქვიფოთ 12 ს/კ.
შაქრის ფხვნილი და კვერცხის გულები, დავამატოთ ვანილი და 10 ს/კ. გაცრილი ფქვილი, ჩავასხათ პერგამენტგადაფარებულ
და ცხიმწასმულ ყალიბში და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად. (სურვილისამებრ შეგვიძლია ზემოდან ბოლოს მოვაყაროთ ცოტა გახეხილი შოკოლადი).
კრემის
მომზადება:
2 კვერცხის გულისა და 1 ჩ/ჭ.
შაქრის ფხვნილისაგან გავაკეთოთ გოგლიმოგლი. დავამატოთ 1 ს/კ. ფქვილი, დავასხათ 1 ჩ/ჭ. ცხელი რძე, დავადგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. როცა გაცივდება, შევათქვიფოთ 100გრ. დარბილებული კარაქი.
ტორტის
აწყობა:
ბისკვიტი
გავჭრათ შუაზე, დავნამოთ ალუბლის წვენით, რომელსაც დამატებული ექნება 2 ს/კ. კონიაკი, ან არაყი. ქვედა ფენა დავფაროთ დაშაქრული ალუბლით, დავასხათ კრემი, შემდეგ ისევ ალუბალი და დავაფაროთ ზედა ფენა. 2 კვერცხის ცილა (რომელიც კრემიდან დაგვრჩა) გავთქვიფოთ გათეთრებამდე. თანდათან შევურიოთ ნახევარი ჩ/ჭ. შაქრის ფხვნილი, ვანილი და დაშაქრული ალუბალი (დაახლოებით 1 ჩ/ჭ.); ვთქვიფოთ კარგად მიქსერით სანამ სქელ მასას არ მივიღებთ, ამ მასით დავფაროთ ტორტი მთლიანად (ზემოდან და გვერდებზე) და მოვრთოთ ცოცხალი ალუბლებით.
|