ტესერონის კონიაკები
XIX საუკუნის 1905 წელს საფრანგეთში ტესერონის კონიაკის საოჯახო სახლი შეიქმნა, რომელიც ყოველთვის საკუთარი კონიაკის უნიკალური კოლექციით გამოირჩეოდა. ამ ლეგენდარულ
სპირტს ტესერონისგან ისეთი მსხვილი კონიაკის მწარმოებელი კომპანიები ყიდულობდნენ, როგორებიც მთელი მსოფლიოსათვის ცნობილი მარკები კურვუაზიე, ჰენესი, ჰაინე, მარტელი და რემი
მარტინი არიან. ტესერონმა საკუთარი მარკის კონიაკები ბაზარზე მხოლოდ 2000 წელს გამოიტანა, რომელიც კონიაკის წარმოებაში სახელგანთქმული და წამყვანი სპეციალისტების მიერ იყო დამზადებული და ბუნებრივია რომ სასმელიც საკმაოდ ძვირფასი იქნებოდა. ეს საგვარეულო ბიზნესი აბელ ტესერონმა ჯერ კიდევ XIX საუკუნის მიწურულს ქალაქ კონიაკში დაიწყო. დღეს ტესერონების ოჯახის უფროსობის ქვეშ იმყოფება ისეთი კომერციულად წარმატებული კომპანიები როგორებიცაა შატო-ლაფონ-როშე და შატო-პონტე-კანე. ასევე ტესერონებს ეკუთვნით გრანდ შამპანში უნიკალური მიწები, ფხვიერი და უხვმოსავლიანი ნიადაგით, ამიტომაც ამ რაიონში დამზადებული კონიაკები ყოველთვის წმინდა და ნატურალური თაიგულით გამოირჩევა. გამომდინარე აქედან, მათი არომატებიც საუცხოო და ბუნებრივობის შეგრძნებით ამახსოვრებს თავს ადამიანს. კონიაკის სახლის პატარა საიდუმლო იმაშია, რომ მისი გამოხდა ძირითადად სპილენძის ჭურჭელში ხდება, ამიტომ მსგავსი გამოხდის მეთოდი ყველანაირ არომატს, რაც სასმელისათვის გამოიყენება, კარგად უნარჩუნებს.
ტესერონის
სახლი შემდეგ კონიაკებს აწარმოებს:
"ტესერონ 90” - საკოლექციო 10-წლიანი დაძველებით, სიმაგრე 40% შეადგენს, და რა
თქმა უნდა გრანდ შამპანში, კერძოდ კი ფენ-ბუა-შია წარმოებული, ხოლო ფერი მოოქროსფერო-ქარვისფერი გადაჰკრავს.
"ტესერონ 76” - ტრადიციული, რომელიც ასევე გრანდ შამპანში 1976 წლის სპირტით არის დამზადებული სიმაგრის 40%-იანი მაჩვენებლით.
"ტესერონ 53” - გაუმჯობესებული, ასევე 40%-იანი, გრანდ შამპანში დამზადებული და ტოპაზის
ფერებში გადაწყვეტილი.
"ტესერონ 29” - განსაკუთრებული, რომელიც რობერტ პარკერმა 100 ბალით შეაფასა. მისი სიმაგრეც 40%-ს არ
აღემატება
და ასევე მოოქროსფერო ქარვისფერი შეფერილობისაა.
რაც
მთავარია ტესერონის ყველა კონიაკი გრანდ შამპანში გამოცდილი და წამყვანი ტექნოლოგების მიერ არის დამზადებული.
წყარო:
avtoradio.ge
|