
ტარხუნის წვნიანი თბილისურად
მასალა:
კარტოფილი 3-4ც.
ხახვი 2-3 თავი
ნიორი 4-5 კბილი
ცხიმი 100გრ.
სტაფილო 2-3ც.
ტარხუნი 1 კონა
მწვანილი 3-3 ძირი
კვერცხი 3-4ც.
პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
კარტოფილი წვრილად დავჭრათ და ისე მოვხარშოთ, რომ ჩაიშალოს. წმინდად
დაჭრილი ხახვი და ნიორი რომელიმე ცხიმში (ერბო, კარაქი, ზეთი) მოვხრაკოთ,
დავაყაროთ გახეხილი სტაფილო და გავაგრძელოთ მოშუშვა. ჩავყაროთ მოხარშული
კარტოფილის წვენში და გავაგრძელოთ ხარშვა. ერთი მოზრდილი კონა ტარხუნი დავჭრათ
მოგრძოდ (3-4 ნაწილად), წვრილად დავჭრათ ქინძი, ოხრახუში, კამა, პიტნა და მარილთან
და პილპილთან ერთად ჩავყაროთ სუპში. ბოლოს ჩავასხათ კარგად გათქვეფილი კვერცხი და
განუწყვეტლივ ვურიოთ, რომ არ აგვეჭრას.
|