ტარხუნის სიროფი
მასალა:
ტარხუნა ნედლი 500გრ.
შაქარი 1კგ.
წყალი (ჩამოსხმული,
დაბეჭდილი) 1 ლ.
მომზადება:
ტარხუნა დავნაყოთ, ავიღოთ
პორციებად, თითოეული მომზადებული პორცია ჩავდოთ შუშის ჭურჭელში (შეიძლება
ქილაშიც). წყალი ავადუღოთ, ჩავასხათ ტარხუნიან ჭურჭელში, დავახუროთ თავსახური და
დავდგათ თბილ ადგილას, 10–12 საათი. შემდეგ ხელით გავწუროთ ტარხუნა, მიღებული
წვენი გავწუროთ მარლაზე, თითოეულ წვენის ჭიქაზე დავამატოთ 1 ჭიქა შაქარი.
მიღებებული მასა ჩავასხათ ქვაბში. წყალია ვადუღოთ დიდ ქვაბში – ისეთში ქვაბში რომ
წყლის აბაზანაზე შეგვეძლოს დადგმა ტარხუნის სიროფის ქვაბის (ისე რომ სიროფიანი
ქვაბი ცოტათი უნდა ეხებოდეს წყალს). დავუწიოთ ტემპერატურას და ვხარშოთ სიროფი
თავსახურის გარეშე მანამ სანამ მასა ცოტა არ შესქელდება, დაახლოებით 2 საათი.
სიროფი ჩავასხათ ბოთლში, დავახუროთ სახურავი, გავაცივოთ და 1 საათით დავდგათ ცივ
ადგილას.
|