ტარხუნის ღვეზელი
მასალა:
3 კონა ტარხუნა
1 კონა მწვანე ხახვი
1 ჭიქა ბრინჯი
დროჟიანი
ცომი.
მომზადება:
ხახვი
და ტარხუნა დავჭრათ და ოდნავ ზეთიან ტაფაზე მოვშუშოთ 5 წუთის განმავლობაში. მოვხარშოთ ბრინჯი და შევურიოთ ტარხუნიანი მასა დავამატოთ პილპილი და მარილიც. გულსართი მზადაა. დანარჩენი ჩვეულებრივად- როგორც ღვეზელი კეთდება. გამოვაცხოთ დუხოვკაში. რომ გამოცხვება შეიძლება ცოტა მაგარი გამოვიდეს და ზემოდან ჩაის ტილო გადავაფაროთ და ფუმფულა გახდება.
|