მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1362
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 23 » სუფრასთან ქცევის წესები
18:05
სუფრასთან ქცევის წესები


სუფრასთან ქცევის წესები

 

ბევრი ჩვენგანი ფიქრობს, რომ ამ სახის რჩევები არ სჭირდება. თუმცა, ამ სტატიის წაკითხვა ნამდვილად ღირს, იქნებ რამე მნიშვნელოვან დეტალს გაეცნოთ, რომელიც აქამდე არ იცოდით. გთავაზობთ ისეთი წესების შესწავლას, რომელთა დაცვა აუცილებელია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მაგიდას მარტო უზიხართ, მაინც უნდა დაიცვათ ელემენტარული წესები, რადგან ეს ჩვევად ჩამოყალიბდება და დაგეხმარებათ, საზოგადოებაში სწორად მოიქცეთ. დაიმახსოვრეთ, რომ სანამ სუფრას მიუჯდებოდეთ, აუცილებლად დაიბანეთ ხელები. მაგიდასთან უნდა დასხდეთ პირდაპირ, არც შორს და არც ძალიან ახლოს. მკერდით მაგიდას ნუ მიეყრდნობით და ნურც სკამზე დასხდებით მეტისმეტად თავისუფლად. არაა ლამაზი თეფშისკენ მეტისმეტად გადახრა, მით უმეტეს თითოეულ ჯერზე. უნდა მიირთვათ ოდნავ გადახრილმა. მას შემდეგ, რაც ჭამას მორჩებით, დაელოდეთ სხვებსაც და გაზეთის ან წიგნის კითხვას ნუ დაიწყებთ, ნურც მეტისმეტად ხმამაღლა ისაუბრებთ. მაგიდასთან მიუღებელია ჟესტების გამოყენება და სწრაფად ჭამა. არის თემები, რომლებზე საუბარი მაგიდასთან საერთოდ არ ღირს, მაგალითად, თქვენს გემოვნებაზე, რა მოგწონთ კერძებიდან და რა _ არა, რაა სასარგებლო და რა _ მავნებელი. ასევე, აუცილებელია ესაუბროთ ორივე `მეზობელს~ და არ მიანიჭოთ უპირატესობა ერთ-ერთ მათგანს. თუ რომელიმე კერძი თქვენგან შორს დევს, გადაწევას ჯობია თხოვოთ მეზობლად მჯდომ ადამიანს და მოგაწოდოთ. საერთო თეფშიდან საკუთარი დანით ან ჩანგლით გადმოღება არ არის მიზანშეწონილი. ხელით აიღეთ დაჭრილი პური, ღვეზელი, ორცხობილა, ტკბილეული და ხილი. პურის ნაჭერს პატარა ნაწილები უნდა მოატეხოთ და ისე მიირთვათ, თუმცა, თუ პური თხელ ნაჭრებადაა დაჭრილი, შეგიძლიათ ეს წესი დაარღვიოთ. რაც შეეხება კერძებს, წვნიანი ღრმა თეფშზე დაისხით, მაგრამ არ გაავსოთ ბოლომდე. ჭამისას არც კოვზი გაავსოთ და თუ კერძი მეტისმეტად ცხელია, სულის შებერება არ ღირს, უბრალოდ, უხმაუროდ მოურიეთ კოვზით. ხორცს დანა-ჩანგლით მიირთმევენ. საჭიროა მათი სწორად გამოყენება. მარჯვენა ხელში დანა რომ უნდა გეჭიროთ და მარცხენაში ჩანგალი, ეს ალბათ ისედაც იცით. დანა-ჩანგლის გამოყენებისას ხშირად მთელ ხორცს ნაწილებად ჭრიან და მერე მიირთმევენ. ეს შეცდომაა. ჩამოაჭერით ხორცს ჯერ ერთი პატარა ნაჭერი და მიირთვით, შემდეგ მეორე და ა.შ. იმ კერძებს, რომლებსაც დაჭრა არ სჭირდება, მიირთმევენ მხოლოდ ჩანგლით. თევზის კერძებს, როგორც წესი, დანით არ ჭრიან, მაგრამ თევზის ზოგიერთ სახეობასთან დანას მხოლოდ იმიტომ დებენ, რომ მისი საშუალებით დაიჭირონ თევზი და ჩანგლით მიირთვან. შეიძლება თუ არა ქათამი ჭამოთ ხელით? _ დიახ, მაგრამ მხოლოდ ახლო მეგობრების წრეში. თუ სტუმრად ხართ, დააკვირდით, როგორ მიირთმევენ მასპინძლები და თქვენც იგივე გაიმეორეთ. დაიმახსოვრეთ რამდენიმე წესი: როდესაც რამეს გაწვდიან, ნუ დაიწყებთ საუკეთესოს ამორჩევას, აიღეთ ის, რაც ყველაზე ახლოსაა თქვენთან. არ გაიწმინდოთ ხელსახოცით (სალფეთქით) პირი, უბრალოდ, მიიდეთ ტუჩებზე. ხშირად ძვლის ნატეხი ან ისეთი ნაწილი, რომელიც არ იღეჭება და არ იცით სად წავიღოთ, არაა აუცილებელი გადაყლაპოთ, ისინი უბრალოდ, შეუმჩნევლად მოიშორეთ. სხვათა შორის, არც კბილის ჩხირების გამოყენებაა მიღებული სუფრასთან, ამ დროს სააბაზანოში უნდა გახვიდეთ. არ დალიოთ არაფერი მანამ, სანამ საჭმელს არ დაღეჭავთ და არ გადაყლაპავთ. და ბოლოს, ჭამის დასრულების შემდეგ ნუ მიეყრდნობით სკამის საზურგეს ასეთი განცხადებით: "უჰ, რამდენი ვჭამე" ან "მეტი აღარ შემიძლია". მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუ არასასიამოვნო ფაქტი შეგემთხვათ მაგიდაზე, დაგივარდათ რამე და ა.შ. არ შეიმჩნიოთ და შეეცადეთ არ მიიქციოთ ყურადღება. ზედმეტად შეწუხებით და ხმამაღალი ბოდიშებით, მაგიდასთან სასიამოვნო ატმოსფეროს ხელს შეუშლით.

წყარო: lifestylebatumelebi.blogspot.com

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1335 | დაამატა: natia | ტეგები: სუფრასთან ქცევის წესები | რეიტინგი: 3.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: