
სწრაფი ცომი პიცისთვის
მასალა:
პურის ფქვილი 2 ჭიქა
მშრალი საფუარი (დროჟი) 8გრ.
შაქარი 1/2 ჩ/კ.
თბილი წყალი 3/4 ჭიქა
ზეითუნის ზეთი 2 ს/კ.
ცოტა მარილი.
მომზადება:
დიდ ჯამზე ფქვილი გავცრათ, დავამატოთ საფუარი, შაქარი, ცოტა მარილი,
ზეთი, თბილი წყალი და მოვზილოთ ცომი (ისეთი რომ როდესაც თითს დავდებთ ცომის
ზედაპირზე თითის ანაბეჭდი არუნდა დარჩეს). ცომი გავყოთ ორ ნაწილად, მოვათავსოთ
ცელოფანში და შევდგათ საყინულეში. გარკვეული დროის შემდეგ გამოვიღოთ და
გავაბრტყელოთ პიცისთვის.
|