სტაფილოს ცომი
მასალა:
700გრ. ცომისთვის:
შაქარი 200გრ.
კვერცხი 2ც.
მცენარეული ზეთი 165გრ.
დაფქვილი დარიჩინი 5გრ.
საჭმლის სოდა 6გრ.
პურის ფქვილი 185გრ.
სტაფილო 100გრ.
ქიშმიში 50გრ.
ნიგოზი 50გრ.
მომზადება:
კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავასხათ ზეთი და ავთქვიფოთ
ყველაფერი ერთად ერთიანი მასის მიღებამდე. დარიჩინი ავურიოთ სოდასთან და ფქვილთან
ერთად, დავამატოთ კვერცხის მასას, შემდეგ დავამატოთ გახეხილი სტაფილო, დაჭრილი
ნიგოზი, ქიშმიში და კვლავ ავურიოთ. მომზადებული ცომი მოვათავსოთ ცხიმწასმულ
ფორმაზე და გამოვაცხოთ 1 საათი 170* ტემპერატურაზე. გამომცხვარი მასა გავაცივოთ.
|