სტაფილოს კატლეტი
მასალა:
სტაფილო
1,2 კგ.
რძე
1 ჭიქა
მანანის
მურღული
90გრ.
კვერცხი
1ც.
პურის
ფქვილი ამოსავლებად
მცენარეული
ზეთი შესაწვავად
მარილი
გემოვნებით.
მომზადება:
სტაფილო
გავთალოთ,
დავჭრათ მსხვილად, დავასხათ ცოტა ცხელი წყალი და ვხარშოთ 7–10 წუთი, დავასხათ ცხელი რძე და ვხარშოთ კიდევ 10 წუთი, შემდეგ თან ვურიოთ და თანდათან ჩავყაროთ მანანის მურღული, ვადუღოთ კიდევ 10–15 წუთი. მომზადებული მასა გავაცივოთ 40
°С–მდე, დავამატოთ კვერცხი, მარილი და ავურიოთ ერთიანი მასის მიღებამდე (სტაფილო უნდა ჩავჭყლიტოთ). მიღებული მასისგან გავაკეთოთ სასურველი ფორმები, ამოვავლოთ პურის ფქვილში და შევწვათ კატლეტი ორივე მხრიდან. სუფრაზე გატანის წინ კატლეტები მოვათავსოთ თეფშზე და მოვასხათ არაჟანი (სურვილისამებრ შეგვიძლია გავაფორმოთ მწვანილით ოხრახუშით).
|