სპაგეტი სოუსით „ა–ლა ბოლონიეზე"
მასალა:
სპაგეტი
200–300გრ.
წყალი
მარილი
გემოვნებით.
სოუსისთვის "ა–ლა ბოლონიეზე":
ფარში
(ღორის + საქონლის) დაახლოებით
400-600გრ.
ხახვი 2ც.
ნიორი 2 კბილი
პომიდორი
- 3-4ც.
რეჰანი,
ოხრახუში,
პილპილი და მარილი
გემოვნებით.
მომზადება:
პომიდორს
ვრეცხავთ და ვუკეთებთ ჯვრისებურ ჭრილებს, შემდეგ ვდებთ მდუღარე წყალში 1 წუთით, ამოვიღებთ და ვაცლით კანს. შემდეგ სახეხით ან ბლენდერით დავამუშავებთ და გადავაქცევთ პიურედ. ხახვი წმინდად დავჭრათ. ნიორი დავჭყლიტოთ. მწვანილი გავრეცხოთ, შევაშროთ და დავღრათ. გაცხელებულ ზეთუნის ან მზესუმზირის ზეთში მოვშუშოთ ხახვი და მომზადებული ნივრის ნახევარი 2-3 წუთის განმავლობაში. დავამატოთ ფარში და პერიოდულად მოვურიოთ, 5 წუთის მანძილზე. ფარშს დავამატოთ გამზადებული ტომატი, მარილი და პილპილი, ავურიოთ, დავაფაროთ თავსახური და დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ 7-10 წუთი. გამოვრთოთ და დავუმატოთ მწვანილი, დარჩენილი ნიორი, ისევ მოვურიოთ და დავახუროთ. ცოტა მარილიან მდუღარე წყალში ჩავდოთ სპაგეტი, როგორც კი წყალი სპაგეტიანად ადუღდება გადავთვალოთ
8-10 წუთი,
გადმოვიტანოთ
მაკარონი დურშლაგზე, დაწურვის შემდეგ კი გადმოვიტანოთ თეფშზე, ხოლო ზევითად მოავათავსოთ გამზადებული სოუსი "ა–ლა ბოლონეზე” და მოვრთოთ მწვანილით.
|