სოტერნი
იქ,
სადაც პატარა მდინარე სირონი გარონს ერთვის, შემოდგომის ნისლები ჩნდება, რომლებიც საუკეთესო პირობებს ქმნის კეთილშობილი ობისთვის და ბოტრიტიზებული ღვინისთვის - აი ასეთი ადგილია სოტერნი. სოტერნმა ჯერ კიდევ 1855 წელს გაითქვა სახელი, როცა პარიზის გამოფენის წინ ბორდოს კლასიფიკაციაში აქაური ღვინოები სამ რანგად დაალაგეს. აქაური ვენახები მხოლოდ 2 240 ჰექტარზეა გაშენებული. სოტერნის ღვინოები ძალზე ძვირფასი, ელიტური ღვინოების რიცხვს მიეკუთვნება, იმიტომ რომ სოტერნის ტკბილი ღვინოების დაწურვა ძალიან შრომატევადი სამუშაოა. მტევნიდან მხოლოდ ის კუმპლები ირჩევა, რომელიც დაობებულია და მას შემდეგ ძალზე ფრთხილად წურავენ. მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ეს ობი მხოლოდ ყურძნის კანს ეხება და არა შიგთავსს. იგი შთანთქავს წყალს და ყურძენში შაქრის წილი იზრდება. სოტერნს ბორდოს ოქროს სანაპიროსაც უწოდებენ და მის გარდა მსოფლიოში სულ რამდენიმე ადგილია, სადაც დაჩამიჩებული და დაობებული ყურძნისგან წურავენ ძვირფას ღვინოს. სხვათა შორის, იმ წლებში, როცა ყურძენი დაობებას ვერ ახერხებს, ზოგიერთი მეურნეობა საერთოდ არ უშვებს ღვინოს.
წყარო:
avtoradio.ge
|