სომხური ლავაშის რულეტი
მასალა:
სომხური
ლავაში (თხელი) 3ც.
ხორცის
ფარში (ღორის+საქონლის
1:1) 300-400გრ.
ხახვი 1 თავი
სტაფილო
1ც.
პომიდორი
1-2ც.
ყველი 50გრ.
ნიორი
1-2 კბილი
სალათის
ფურცლები,ოხრახუში, კამა და მაიონეზი გემოვნებით.
მომზადება:
ხახვი
წვრილად დავჭრათ. სტაფილო გავხეხოთ.გახურებულ ზეთიან ტაფაზე მვშუშოთ ხახვი. სამი წუთის შემდეგ სტაფილო დავამატოთ და ისიც მოვბრაწოთ სანახევროდ მომზადებამდე. სტაფილოსა და ხახვს
დავუმატოთ
ფარში და შევწვათ, პერიოდულად მოვურიოთ,ლ 20-25 წუთი მომზადებამდე, დავამარილოთ, მოვაყაროთ პილპილი. პომიდორი რგოლებად დავჭრათ. ყველი გავხეხოთ. სალათის ფურცლები გავრეცხოთ და გავაშროთ. მაიონეზი დაპრესილ ნიორს შევურიოთ. მწვანილი წვრილად დავჭრათ. ლავაშის ფენა გავშალოთ. წავუსვათ ნივრიანი მაიონეზი, თანაბრად დავადოთ ფარში ისე, რომ ნაპირებამდე არ გავიდეთ და მოვაყაროთ მწვანილი.მეორე ფენას ასევე წავუსვათ მაიონეზი ორივე მხარეს და დავაფაროთ ფარშს. მთელ ზედაპირზე მოვალაგოთ სალათის ფურცლები, ფურცლებზე კი - პომიდორის მრგვალი ნაჭრები, შემდეგ მოვასხათ მაიონეზი. პომიდორი დავფაროთ ლავაშის მესამე, ორივე მხრიდან ცოტა მაიონეზიანი ფენით. ზევიდან ლავაშს მოვაყაროთ ყველი და ფრთხილად რულეტად გადავახვიოთ. მომზადებული რულეტი მაცივარში ჩავდოთ 30-60 წუთით, მერე კი დავჭრათ (1,5-2 სმ.).
|