სოკოს ხინკალი
მასალა:
ქამა სოკო 1კგ.
ხახვი 3–4 თავი
ქინძი 1–2 კონა
შავი პილპილი, ნიორი, ხმელი ქინძი, სოიოს სოუსი, (სვანური მარილიც
შეიძლება) ეს ყველაფერი გემოვნებით.
მომზადება:
წვრილად დავჭრათ ქამა სოკო, ხახვი და ქინძი. მოვშუშოთ კარაქში ხახვი,
დავაყაროთ სოკო ცოტახანს ვშუშოთ (წვენი არდავაშროთ, წვნიანი ხინკალი რომ იყოს),
დავაყაროთ ცოტა სვანური მარილი სურვილისამებრ, შავი და წითელი პილპილი, ქინძი
და სოიოს სოუსი, რომელიც სოკოს გემოს
მკვეთრს ხდის (ან თუ არ გვიყვარს, მაშინ ცოტა ძმარი შესაძლებელია), მარილი ბოლოს
დავამატოთ და გულსართიც მზადაა. ჩვეულებრივ ცომში ჩავდოთ ერთი სუფრის კოვზი მასა
გადავახვიოთ და მოვხარშოთ.
|