სოკოს სუპი არაჟნით
მასალა:
ახალი სოკო 1 კგ.
ხახვი 4 თავი
პრასი 100გრ.
არაჟანი 100გრ.
ერბო 3 ს/კ.
ოხრახუში, ნიახური და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
სოკო გავრეცხოთ და დავჭრათ კუბიკებათ. ხახვის 2 თავი დავჭრათ
მრგვალად, შევწვათ ერბოში, დავუმატოთ სოკო და ვთუშოთ 20–25 წუთი, შემდეგ დავასხათ
2 ლიტრი ადუღებული წყალი, მოვაყაროთ მარილი და ვხარშოთ 10–15 წუთი. დავუმატოთ
მრგვალად დაჭრილი დარჩენილი ხახვი, წვრილად დაჭრილი მწვანილები და ავადუღოთ.
სუფრაზე მივიტანოთ არაჟანთან ერთად.
|