
სოკოს მარინადი
მასალა:
2 ლიტრიანი ქილა მოხარშული სოკო
5 კბილი ნიორი
1 ს/კ. ძმარი.
მარინადისათვის:
1 ლ. მდუღარე წყალი
2 ს/კ. მარილი
2-3 ს/კ. შაქარი
10 მარცვალი შავი პილპილი
2ც. დაფნის ფოთოლი
5-8ც. ბაჰარი
3-4ც. ალუბლის, მოცხარის ან მუხის ფოთოლი.
მომზადება:
სოკო გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, გავაცალკევოთ ქუდები ფეხისაგან. ქუდები მოვათავსოთ ოდნავ მარილიან ცივ წყალში და ვხარშოთ დაახლოებით 20 წუთი, ვიდრე სოკო ფსკერზე არ დაიწევს. ხარშვისას მოვხადოთ ქაფი. შემდეგ გადავწუროთ ნახარში, სოკოს დავასხათ მარინადი და კიდევ ვხარშოთ 15-20 წუთის განმავლობაში. მოხარშვამდე 5 წუთით ადრე დავუმატოთ ნიორი და ძმარი. სოკო გადავანაწილოთ ქილებში, შევავსოთ მარინადით და დავხუროთ პლასტმასის საფარებლები. შევინახოთ გრილ ადგილას.
|