სიცოცხლის წყალი
სახელწოდება
ამ სასმელისა მომდინარეობს ლათინურიდან
aqua vitae, რაც
"სიცოცხლის
წყალს” ნიშნავს, თუმცა თავად წარმოშობით სკანდინავიიდან გახლავთ. ფუძე ნათელი, მოოქრისფერო-მოყვითალო
"აკვავიტა”
წარმოადგენს
ძალიან სუფთა, თითქმის ნეიტრალურ, მარცვლელულისა და კარტოფილის გემოს 96 გრადუსიან სპირტს. "აკვავიტას” გამოხდა ხდება წყალთან ერთად, კორიანდრთან, კვკლიავთან, დარიჩინთან, მიხაკთან, ლიმონმჟავასთან,
ფეიხოასთან,
ანისთან და კიდევ რამდენიმე კომპონენტთან, რომლებიც ყოველთვის ფირმის და მწარმოებლების საიდუმლოებად რჩებიან. გამოხდის შემდეგ "აკვავიტას” სპირტის შემცველობა
40-42%-ს უდრის. არაყი "აკვავიტა” ცივი შესახედაობისაა,
თუმცა ეს მხოლოდ მისი ხასიათიდან მომდინარეობს, შეუძლებელია მისი გამომეტყველებისა
და გემოს ერთმანეთთან გაიგივება, ვინაიდან თუ ამას ეცდებით უდიდეს კონტრასტს წააწყდებით. არაყი "აკვავიტა” კარგი მასტიმულირებელია
განსაკუთრებით
სამუშაოს დროს და ძალიან კარგად მოქმედებს ზოგადად ორგანიზმზე, მისი მიღება ასევე რეკომენდირებულია
ჭამის შემდეგ. ასევე წარმატებით მოიხმარენ მას სხვადასხვა კოქტეილებში.
წყარო:
avtoradio.ge
|