სინორი (აჭარული)
მასალა:
პურის ფქვილი 2 ჭიქა
გამდნარი კარაქი 100გრ.
ხაჭო (ან ნადუღი) 200გრ.
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
შიგთავსისთვის კარაქის ნახევარი გავადნოთ, გადმოვდგათ გაზქურიდან,
დავუმატოთ ხაჭო, მოვაყაროთ მარილი და კარგად ავურიოთ. ფქვილისგან, წყლისგან და
მარილისგან მოვზილოთ მაგარი ცომი. ცომი გავყოთ პატარა ბურთულებად, თითოეული
ბურთულა გავაბრტყელოთ თხლად. გაბრტყელებული ცომი შევწვათ კარაქში, თითოეულზე
მოვათავსოთ შიგთავსი და გადავახვიოთ რულეტივით. გავაჩეროთ 1 საათი და შემდეგ
გავიტანოთ სუფრაზე.
|