მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 24 » სიმინდი
00:37
სიმინდი


სიმინდი

 

სიმინდის სამშობლო სამხრეთ ამერიკაა. საქართველოში XVII საუკუნეში შემოიტანეს . სიმინდი მიეკუთვნება მარცვლოვანთა - Poaceae(Graminae) - ს ოჯახს. გვარი მონოტიპიურია მხოლოდ სახეობა - Zea mays L.-საგან შედგება. ერთწლოვანი, ერთლებნიანი, ერთსახლიანი, ბალახოვანი მცენარეა. ღერო მძლავრია, იზრდება 3 მეტრამდე. ფოთლები გრძელია, წაწვეტებული, ლენტისებრი. ღეროს წვერზე ზის მტვრიანიანი თავთუნებისგან შემდგარი საგველა. საგველის ქვევით განთავსებულია ბუტკოიანი ყვავილებისგან შემდგარი რთული ყვავილედები - ტაროები. ბუტკოს სვეტი ძალიან გრძელია და ორნაკვეთიანი დინგით მთავრდება. სიმინდი საქართველოში ფართოდ გავრცელებული მარცვლოვანი კულტურაა, ამიტომ აქ აღარ შევჩერდებით მისი დახასიათებისა და მოყვანის თავისებურებებზე. ყურადღებას გავამახვილებთ მხოლოდ სამკურნალო ნედლეულის დამზადების წესზე. მსოფლიოში სიმინდის ათასობით ჯიში არსებობს :სამარცვლე, სასილოსე,საზეთე, კომპლექსური, სხვადასხვა აგრო-კლიმატურ პირობებზე ადაპტირებული და ა.შ.. მე-20 საუკუნეში საქართველოში აქტიურად მიმდინარეობდა სასელექციო მუშაობა და მრავალი წარმატებული სელექციური ჯიში შეიქმნა : აჯამეთის თეთრი, აბაშური ყვითელი, გეგუთის ყვითელი, იმერული და სხვა.

სიმინდის ნედლეულია:

. სიმინდის ზეთი.

. სიმინდის ფოჩი

სიმინდის ზეთს იღებენ მარცვლების მყოფი პატარა სამარცვლე "ჩანასახებისაგან" . "ჩანასახები" ფქვილის ან სახამებლის დამზადების პროცესის ნარჩენი პროდუქტია. "ჩანასახებს" მექანიკურად ანცალკევებენ ნარცენისაგან . გამოხდა ხდება ცივი , დაწნეხვის ან გაცხელების მეთოდით. პირველ შემთხვევაში , ზეთის გამოსავალი დაახლოებით 20 პროცენტია, მაგრამ ზეთის ხარისხი მაღალია. გაცხელების მეთოდით 2-,2.5ჯერ მეტი ზეთი მიიღება, მაგარამ უგემური და მალფუჭებადი. სიმინდის ფოჩი. მეორე ნედლეული, რომელსაც სიმინდისაგან იღრებენ მისი "ფოჩებია". იგი ცნობილია სხვა სახელებითავ "სიმინდის დინგები", "სიმინდის ულვაში". სიმინდის ფოჩებს, ულვაშებს მსხვილი აბრეშუმის ყვითელი,ოქრისფერი, ყავისფერი ან მოყავისფრო–წითელი ძაფის კონის შეხედულება აქვს. "ძაფებს" ხშირად წვერში ორნაკვთიანი დინგები აქვს.აქვს დამახასიათებელი სუსტი სუნი, გემო თავისებური "ლორწოიანი". ფოჩებს (დინგებით) აგროვებენ ტაროს მომწიფებისას, უმეტესად სიმინდის ტეხვის დროს. შლიან თხელ ფენად და ჩრდილში აშრობენ. სიმინდის ფოჩი შეიცავს K1, C, B3, ვიტამინებს, ეთერზეთებს, ინოზიტს, ნახშირწყლებს, პანტოტენის მჟავას, სიტოსტეროლს, სტერინებს, სტიგმასტეროლს, ტანინებს, ტრიტერპენულ საპონინებს, ფისოვან ნივთიერებებს, ფლავონოიდებს, ფლავონოიდებს, ცხიმოვან ზეთებს. სიმინდის მარცვალი შეიცავს წყალს, ცილოვან ნივთიერებებს 10%, სახამებელს 55%,, ცხიმოვან ზეთს 50-57%, ნაცარს, ცხიმზეთს, მწარეებს, ეთერზეთს, ქლოროფილს; K, B1, B2, B6, D და E ვიტამინებს, ასკორბინის მჟავას. კაროტინოიდებს; ფლავონოიდებს, მინერალურ შენაერთებს K, Mg, P, Fe, Ca, Cu, Ni; ფიტინს, ტოკოფეროლებს. "სიმინდის ცხიმოვანი ზეთი. ნახევრადშრობადია, შედგება ოლეინის (45%) და ლინოლის (48%) მჟავების ტრიგლიცერიდებისაგან. ნაჯერი რიგის მჟავებიდან (11%) არის არაქინის, კაპრონის, კაპრილის, კაპრინის; ზეთში არის ვიტამინი - ტოკოფეროლი და ფიტოსტერინი, ფოსფატიდები. ზეთის იოდის რიცხვია 111-131. გამჭირვალე, მოყვითალო ფერის სითხეა, სასიამოვნო სუნისა და გემოსი." სამკურნალო ნედლეულად ითვლება მდედრობითი ყვავილედის ძაფისებური ფოჩი (stigmata Maydis), რომელსაც ამზადებენ ტაროს რძისებური სიმწიფის პერიოდში. ფოჩების კონებს ხელით აცლიან ტაროებს. შეგროვებულ ნედლეულს კალათებში ან ვედროებში ათავსებენ. დაუშვებელია ნედლეულში გაშავებული ფოჩების შემცველობა. შეგროვებულ ნედლეულს გაშლიან ქაღალდზე ან ქსოვილზე 1 - 2 სმ სისქეზე და აშრობენ კარგი ვენტილაციის მქონე სხვენზე. კარგ ამინდში ნედლეულის შრობას სჭირდება 4 - 5 დღე. ნედლეული გამშრალია, როცა მოღუნვისას იმსხვრევა. სქელ ფენად გაშლილი ნედლეულის ნელი შრობისას იგი ადვილად ობდება და ცუდ სუნს იძენს. ხელოვნურ საშრობებში სიმინდის სამკურნალო ნედლეულის გაშრობა დასაშვებია 400C ტემპერატურაზე. საშრობში გამშრალ ნედლეულს 1 - 2 დღე სათავსოში ტოვებენ. ამის შემდეგ ნედლეული შეფუთვისას აღარ იფშვნება. მშრალი ნედლეულის გამოსავლიანობა შეადგენს 25% ნედლ მასაზე გადაანგარიშებით. სიმინდის სამკურნალო ნედლეულს (stigmata Maydis) აქვს შემდეგი სახე: აბრეშუმისმაგვარი, ნაწილობრივ გაწყვეტილი ძაფებია, რომლებიც წარმოადგენენ გრძელ ღერაკებს. ღერაკები ბოლოში მოკლე გაორმაგებული დინგითაა. ნედლეულს აქვს ღია ყვითელი, დარიჩინისფერი, დარიჩინისფერ - წითელი ფერი. სუნი სუსტი აქვს, თავისებური. გემო ლორწოვანის შეგრძნებით. სიმინდის ზეთი სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას ამცირებს. მას იყენებენ რეკომენდებულია ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის. სიმინდის ულვაშის თხევად ექსტრაქტს, გამონაცემსა და მონახარშის იყენებენ ნაღვლისდამდენ და შარდდამდენ საშუალებად. პრეპარატის მიღებისას აღინიშნება ნაღვლის სეკრეციის გაზრდა, მისი სიბლანტისა და სისქის შემცირება. კლებულობს ბილირუბინის და, პირიქით, მატულობს სისხლში პროთრომბინის რაოდენობა, ჩქარდება მისი შედედება. გამოყენებისათვის ძირითადი ჩვენებებია: ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, ჰეპატიტი. ვიტამინ K1-ს სხვა პრეპარატების მსგავსად შეიძლება ,,სიმინდის ულვაშის" გამოყენება სისხლის დენის შესაჩერებლად. სიმინდის დინგებს ჰომეოპათიაში ხმარობენ გულის დაავადებებისა და შეშუპების დროს. ხალხურ მედიცინაში სიმინდის ულვაშს იყენებენ როგორც შარდმდენ საშუალებას, ასევე ათეროსკლეროზის დროს; გამოიყენება საშვილოსნოდან სისხლდენისას, ცხვირიდან სისხლდენისას. სხვადასხვა ექსპერიმენტული მონაცემების მიხედვით ეფექტურია სიმინდის ფოჩის მონახარშის გამოყენება ცისტიტების, ალბუმინურიისა და გულის ქრონიკული სისუსტის დროს. მას გააჩნია ტკივილის გამაყუჩებელი მოქმედება ქრონიკული ცისტიტის, თირკმელში კენჭების დროს ტკივილისას.

სიმინდის ფოჩის მონახარშს შემდეგი წესით ამზადებენ:

. 10 გრამ სიმინდის ფოჩს დაასხამენ 1 ჩაის ჭიქა ცივ წყალს, თავდახურულად წამოადუღებენ ნელ ცეცხლზე 30წ - ით, გააცივებენ და სვამენ 1 - 3 სუფრის კოვზის ოდენობით ყოველ 3 საათში.

. 2 სუფრის კოვზ ნედლეულს დაასხამენ 500 მლ წყალს, წამოადუღებენ 3 წთ - ით, გააჩერებენ 2 საათს, გაწურავენ. მიღებულ სითხეს სვამენ 50გრამის ოდენობით ჭამის წინ.

სიმინდისგან მიიღება ფქვილი, ბურღული, მწვანე საკვები, სილოსი. სამკურნალო და საკვები მიზნით გამოიყენება მხოლოდ ნედლი ზეთი. სიმინდის ზეთის გაცხელება დაუშვებელია.

წყარო: medgeo.net

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 2528 | დაამატა: natia | ტეგები: სიმინდი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: