სიდრი
როდესაც
ჩვ.წ.აღ-მდე 55 წელს, რომაელები ინგლისის ტერიტორიას მიადგნენ, მათ აღმოაჩინეს, რომ მოსახლეობა უცნაურ სასმელს სვამდა, რომელიც ვაშლისგან იყო დამზადებული. როგორც ძველი ჩანაწერებიდან ჩანს, იულიუს კეისარს ძალიან მოეწონა ეს სასმელი და მას "სიდრი” უწოდა. თუმცა უცნობია ის ფაქტი, თუ ვინ და როდის გამოიგონა ეს ალკოჰოლური სასმელი. მე-9 საუკუნის დასაწყისში,
"სიდრი”
ევროპაში საკმაოდ პოპულარული სასმელი იყო სამეფო წარმომადგენლებს
შორის. სპეციალურად ამ სასმელის მისაღებად სხვადასხვა ჯიშის ვაშლებიც კი გამოყავდათ. რაც შეეხება ამერიკას, ოქროს ციებ-ცხელების დროს, მოსახლეობამ კოლორადოში ბევრო ვაშლის თესლი ჩაიტანა, და შემდეგ ვაშლებისგან სიდრის გაკეთებას მიყვეს ხელი. სასმელი მალევე გახდა პოპულარული მისი დაბალი ფასის გამო. გაყიდვების გაზრდა კი ჯონი ეფლსიდის დამსახურებაა, რადგან ჯონმა ძალიან ბევრი ვაშლის ხე დარგო დასავლეთ ამერიკაში. მე-20 საუკუნეში სიდრი მსოფლიო პოპულარული ალკოჰოლური სასმელი გახდა და დღემდე საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია.
წყარო:
avtoradio.ge
|