შვრიის ყავა
40 გრ. შვრიის
ყავა, 1/2ლ. წყალი, 5 გრ. ციკორი, 1/2 რძე. ყავის საფქვავში დაფქვით შვრიის ყავა. ჭურჭელში, რომელშიც თქვენ ამზადებთ მხოლოდ ყავას, ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ დაფქვილი ყავა, დაამატეთ ციკორი და ადუღეთ 1-2 წუთი; შემდგომ გადაგით და დააფარეთ სახურავი. რამოდენიმე წუთში ყავა გადაასხით გაცხელებულ ყავის ჭურჭელში, რომლითაც უნდა მიართვათ მაგიდაზე ან ჩამოასხით პირდაპირ ჭიქებში. ადუღებული რძე შეურიეთ ყავას ყავის ჭურჭელში ან პირდაპირ ჭიქებში. ასევე შეგიძლიათ რძე მიართვათ ცალკე. ადუღებულ შვრიის ყავას შეგიძლიათ დაუმატოთ 10-20 გრ. ნატურალური ყავა და მოადუღოთ.
|