შტოში
შტოში საოცარი კენკრაა. ანტიოქსიდანტების შემცველობით ის ყველა სხვა კენკრას აღემატება. ასევე ბევრია მასში ჩ ვიტამინი. შტოშს მთელი წლის განმავლობაში მიირთმევენ: ის სასარგებლო თვისებებს თოვლის ქვეშაც კი ინარჩუნებს, აი, მაღალ ტემპერატურას კი უფრთხის. შტოშის უნიკალური თვისება, შეაჩეროს ორგანიზმის დაბერების პროცესი, სულ ახლახან გახდა ცნობილი. ტრადიციულად მას თავის ტკივილის, მაღალი სიცხის, სურავანდის საწინააღმდეგო საშუალებად იყე-ნებენ. გარდა ამისა, ის არაჩვეულებრივი საშუალებაა ავიტამინოზის საპროფილაქტიკოდ. შტოში უხვად შეიცავს პექტინს, B ჯგუფის ვიტამინებს (ისინი განამტკიცებენ ნერვულ სისტემას და დიდხანს უნარჩუ-ნებენ სილამაზეს თმასა და კანს), სასარგებლო მიკროელემენტებს: კალიუმს, იოდს, მაგნიუმს. ფლავო-ნოიდებისა და PP ვიტამინის მაღალი შემცველობა ხელს უწყობს ასკორბინის მჟავას სრულ ათვისებას. გაითვალისწინეთ: C ვიტამინი დუღილისას იშლება, ამიტომ შტოში არ უნდა მოხარშოთ. ის უნდა გამოწუროთ, კანი შაქართან ერთად წამოადუღოთ და როცა შეგრილდება, ჩაამატოთ მასში შტოშის ცოცხალი წვენი.
გაციებისას
შტოშის წვენი კარგია გაციების საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ. მას აქვს სიცხის დამწევი ეფექტი, შესანიშნავად კლავს წყურვილს, ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს, რომლებიც მასში ავადმყო-ფობისას გროვდება. ყელის ტკივილის დროს ძალიან კარგია თაფლგარეული შტოშის წვენი. შტოში ამაღლებს იმუნიტეტს. აურიეთ ერთმანეთში 1 კგ კენკრა, დაჭრილი ვაშლი, 2 ჭიქა ნიგოზი და დაასხით 1 ჭიქა წყლისა და 2,5 კგ შაქრისგან მომზადებული სიროფი. ნარევი 30 წუთის განმავლობაში ადუღეთ ნელ ცეცხლზე და ქილებში გადაიღეთ. ყოველ დილით მიიღეთ თითო სუფრის კოვზი და დააყოლეთ თბილი წყალი. შტოში ზრდის კაპილარების სიმტკიცესა და ელასტიკურობას, ამიტომ სპეციალისტები ვარიკოზის დროს მის მიღებას გვირჩევენ. შტოშისა და ჭარხლის წვენის ნარევი მაღალი წნევის შემთხვევაში დაგეხმარებათ. შტოშს, როგორც ცოცხალს, ისე გადამუშავებულს, ფართოდ იყენებენ გასტრიტისა და კოლიტის სამკუ-რნალოდ. ცოცხალი კენკრა და მისი წვენი, ასევე - სიროფი, კისელი და მურაბა აძლიერებს კუჭისა და პანკრეასის წვენის გამოყოფას. შტოში ასევე სასარგებლოა დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ანთების დროს.
წყლულის მკურნალი
ჩინელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ შტოშს შეუძლია, თავიდან აგვაცილოს კუჭის წყლული. გამოკვლე-ვებმა დაადასტურა, რომ ეს კენკრა ხელს უშლის კუჭის წყლულის გამომწვევი ჰელიკობაქტერიის გამრავ-ლებას. თუმცა შტოში მხოლოდ პროფილაქტიკისთვის არის კარგი. თუ დაავადება უკვე დაწყებულია, უმჯობესია, ექიმს მივმართოთ. შტოში უკუნაჩვენებია მაღალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ღვიძლის დაავადებების დროს. კუჭის აშლილობისას 2 სუფრის კოვზ შტოშს უნდა დავასხათ 2 ჭიქა ცხელი წყალი, 10 წუთს ვადუღოთ ნელ ცეცხლზე, გავაგრი-ლოთ, გავწუროთ და მივიღოთ ნახევარი ჭიქა დღეში 4-ჯერ.
ბუნებრივი ანტიბიოტიკი
ცნობილია, რომ შტოში ანტიბიოტიკების მოქმედებას აძლიერებს, ამიტომ ის ძალიან კარგი დამატებითი საშუალებაა ცისტიტის, ნეფრიტის, ქალური ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ. თუ ცისტიტი ხში-რად გაწუხებთ, მიირთვით 2 სუფრის კოვზი შტოშის წვენი დღეში ორჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ეს თავიდან აგაცილებთ ინფექციის გამწვავებას. შტოშის ანტიბაქტერიული თვისებები სტომატო-ლოგებსაც აღაფრთოვანებთ. ეს კენკრა ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას, კბილებს კარიესისგან იცავს, ხოლო ღრძილებს - ანთებითი პროცესებისგან.
ფენოლის ჯგუფის ანტიოქსიდანტების შემცველობა ხილსა და კენკრაში
შტოში (100 გ) - 373 მგ მსხალი (საშუალო ზომის) - 317 მგ ყურძენი (შავი, 1/2 ჭიქა) - 296 მგ ვაშლი (საშუალო ზომის) - 256 მგ ალუბალი - 231 მგ მარწყვი (8 ცალი) - 195 მგ
წყარო: mkurnali.ge
|