შოტლანდიური ვისკი
შოტლანდიაში
ვისკის წარმოების მთავარი რაიონებია:
Highlands (ჰაილენდსი),
Speyside (სპეისაიდი)
და Orknay
Islands (ორკნეის
კუნძულები)
ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში, ასევე Lowlands
(ლოულენდსი)
სამხრეთით,
კემპბელტაუნის
ნახევარკუნძული
და კუნძული Islay (აილეი) სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. შოტლანდიაში ვისკის ჭვავისგან ამზადებენ და მას სკოჩს ეძახიან. არსებობს "სკოჩის" სამი სახეობა: blend,
pure malt და
single malt. კლასიკური
შოტლანდიური
ვისკია
single malt. Pure malt წარმოადგენს სხვადასხვა სორტის single malt-ის ნარევს,
რომელიც ღვინის სხვადასხვა ქარხანაშია დამზადებული.
Pure mail-ს
სხვაგვარად
Vatted malt-საც
უწოდებენ.
Blend - ეს
შერეული ვისკია. პირველად იგი ენდრიუ იუშერმა 1860 წელს აპარატით
"coffey still " დაამზადა. აღნიშნული აპარატი 1831 წელს ირლანდიელმა აენეას კოფეიმ შექმნა. სწორედ შერეული ვისკის წყალობით, შოტლანდიურმა სასმელმა უდიდესი პოპულარობა მოიპოვა მსოფლიოს მასშტაბით. Blend იწარმოება 15-დან 40-მდე single malt-ის ვარიაციისა
და 2 ან 3 მარცვლოვანი ვისკის შერევით. აღსანიშნავია, რომ single malt
სასმელის
20-დან
40%-ს შეადგენს. შერეული ვისკის ყიდვის დროს უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი დეტალები: თუ bland-ის ბოთლზე მითითებულია მისი დამზადების (დაძველების) თარიღი, ე.ი. ის ყველაზე "ახალგაზრდა"
ვისკია, რომელიც გამოტანილია გასაყიდად. თუ გაყიდვაშია დაძველებული
single mail, მაშინ
მის სახელწოდებაში ფიგურირებს სიტყვები
"Deluxe" და
"Premium".
ka.wikipedia.org
|