შოკოლადის ვარდები
მასალა:
ცომი:
კარაქი 300გრ.
პურის ფქვილი 3 ჭიქა
არაჟანი 3/4 ჭიქა
გამაფხვიერებელი 1–1,5 ჩ/კ
შიგთავსი:
კარაქი 100გრ.
შაქარი 1 ჭიქა
პურის ფქვილი 1 ჭიქა
კაკაო 2 ს/კ.
გატარებული თხილი ან ნიგოზი 6ს/კ.
ცომის მომზადება:
ფქვილს დავამამატოთ დარბილებული კარქი და კარგათ ვურიოთ ერთიანი მასის
მიშებამდე (მასა უნდა იყოს ფხვიერი). არაჟანში შევურიოთ გამაფხვიერებელი,
დავამატოთ ფქვილიან მასას და მოვზილოთ ცომი, მიღებული ცომი დავამრგვალოთ და
შევდგათ საყინულეში 40 წუთით.
შიგთავსის მომზადება:
დარბილებულ კარქში ჩავყაროთ ფქვილი და ვურიოთ ერთიანი მასის მიღებამდე (მასა უნდა
იყოს ფხვიერი), დავამატოთ შაქარი, კაკაო, გატარებული თხილი და კარგად ავურიოთ,
შემდეგ გაყინული ცომი გამოვიღოთ საყინულედან და გავყოთ 4 ნაწილად, თითოეული ნაწილი
გავაბრტყელოთ თხლად. გაბრტყელებულ ცომზე მოვათავსოთ კაკაოიანი შიგთავსი და თითებით
დავაწვეთ რათა ცომს მიეკროს შიგთავსი, შემდეგ გადავახვიოთ რულეტისებურად, დავჭრათ
1 სმ. სისქის ნაჭრებად (დანარჩენ 3 ცომსაც ასეთივე წესით ვამზადებთ) და დავაწყოთ
გამოსაცხობ ფორმაზე (ნაჭრები ერთმანეთთან ძალიან ახლოს არ უნდა დავაწყოთ, რადგან
გამოცხობისას ერთმანეთს მიეკვრება) და შევდაგათ აირღუმელში 180–190* ტემპერატურაზე
15–20 წუთით.
|