შოკოლადის რულეტი მარწყვით
მასალა:
ფქვილი 100გრ.
შაქარი 130გრ.
კვერცხი 4–5ც.
კაკაო 30–40გრ.
გამაფხვიერებელი 1 ჩ/კ.
მარწყვი 400გრ.
ნაღები 450–500გრ.
შაქრის პუდრა 5 ს/კ.
მომზადება:
კვერცხის ცილას დავუმატოთ 1 ს/კ. თბილი წყალი და ავთქვიფოთ მიქსერით,
დავამატოთ კვერცხის გულები (ყვითრი), შემდეგ კი დავამატოთ გაცრილი ფქვილი, კაკაო
და გამაფხვიერებელი. ცომი გადავიტანოთ პერგამენტჩაფენილ, ცხიმწასმულ ყალიბში,
შევდგათ აირღუმელში და გამოვაცხოთ. გამომცხვარი ბისკვიტი გამოვიღოთ აირღუმელიდან,
მოვაშოროთ ქაღალდი და გადავახვიოთ შაქარმოყრილ ტილოში რულეტისებურად. გავაჩეროთ
ასეთ მდგომარეობაში გასაციებლად.
კრემის მომზადება:
ნაღები ავთქვიფოთ, დავამატოთ შაქრის პუდრა. შემდეგ გაციებული ბისკვიტი
გავშალოთ და წავუსვათ კრემი, მოვაწყოთ დაჭრილი მარწყვი და რულეტისებურად
გადავახვიოთ. თავზე მოვაყაროთ შაქრის პუდრა და გავაფორმოთ მარწყვით.
|