შოკოლადის ფოთლები
მასალა:
შოკოლადი
ფოთოლები (სასურველია ძალიან რბილი არ იყოს, რადგან რბილი ფოთოლი
შოკოლადს ცუდად სცილდება)
მომზადება:
ფოთლები გავრეცხოთ და გავაშროთ. შოკოლადი გავადნოთ, კოვზით წავუსვათ
ფოთლებს (შეგვიძლია წავუსვათ სქლად, ამ შემთხვევაში ფოთოლს შოკოლადი უკეთ აძვრება)
და შევდგათ საყინულეში 15–20 წუთი, შემდეგ გამოვიღოთ მაცივრიდან და მომზადებულ
შოკოლადს დანით ბრთხილად მოვაშოროთ
ფოთლები.
|