შოკოლადის მაფინი
მასალა:
2 ჭ. ფქვილი თავისით რომ
ფუვდება (self raising)
1/2 ჭ. კაკაო
1 ჩ/კ. გამაფხვიერებელი
3/4 ჭიქა რძე
125გრ. კარაქი
2ც. კვერცხი
1 ჭიქა ყავისფერი შაქარი
2 შეკვრა ვანილი
100გრ. მდნარი შოკოლადი
(კუვერტურა ფილა)
მწკივი მარილი.
მომზადება:
ღრმა ჯამში ერთმანეთს
შევურევთ ფქვილს, გამაფხვიერებელს, მარილს, ვანილს და კაკაოს. მიქსერით კარგათ
ვთქვიფავთ კარაქს და შაქარს. ვამატებთ კვერცხს, სათითაოდ.შემდეგ ვურავთ მშრალ
ფქვილის ნარევს და რძეს.ბოლოს ვაყრით დაჭრილ ან გახეხილ შოკოლადს (ან შინაურ
პრალინას) და ნელა მოვურევთ. ვათავსებთ ფორმებში, ფორმებს 2/3-ზე ვავსებთ. ღუმელს
გავახურებთ და 160 გრადუსზე ვაცხობთ მაფინებს 20-25\'. მზას გამოვიღებთ,
გავაჩერებთ ცოტა ხნით რომ გაგრილდეს მერე კი მივირთმევთ.
|