შოკოლადის კუნძი
მასალა:
ბისკვიტისთვის:
კვერცხი 5ც.
შაქარი 200გრ.
ფქვილი 100გრ.
კაკაო 2 ს/კ.
კარაქი 25გრ.
ვანილი 1 ჩ/კ.
კრემისთვის:
შავი შოკოლადი 150გრ.
კარაქი 85გრ.
შაქრის ფხვნილი 150გრ.
რძე 5 ს/კ.
შიგთავსისთვის:
ბანანი 3ც.
ვაშლი 2ც.
3 ბანანით
2 ვაშლი
მზა სოკოს ფორმის შოკოლადი
გასაფორმებლად.
ბისკვტის მომზადება:
კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან
ერთად მიქსერით 10 წუთის განმავლობაში, დავამატოთ ფქვილი, ვანილი, კაკაო, კარაქი და კარგად ავურიოთ. გამოსაცხობ ფორმაზე
მოვათავსოთ ცხიმწასმული პერგამენტის ქაღალდი და დავასხათ მომზადებული ცომი, ცომის
ზედაპირი მოვასწოროთ კოვზით. შევდგათ აირღუმელში და გამოვაცხოთ 200* ტემპერატურაზე
15 წუთი. შემდეგ გამოვიღოთ აირღუმელიდან, მოვაშოროთ ქაღალდი, გადავახვიოთ
რულეტისებურად და გავაჩეროთ ცოტა ხანი გასაციებლად. (ეს პროცესი საჭიროა რათა
ბისკვიტმა შეინარჩუნოს რულეტის ფორმა)
კრემის მომზადება:
შოკოლადი გავადნოთ წყლის
აბაზანაზე, შოკოლადს დავამატოთ რძე, შაქრის ფხვნილი და ვურიოთ მომზადებამდე, სანამ
არ შესქელდება (5 წუთი) შემდეგ გადმოვდგათ. ქარაქი ავთქვიფოთ მიქსერით, შემდეგ
დავამატოთ სოკოლადიანი მასა და კარგად ავურიოთ ერთიანი მასის მიღებამდე.
შიგთავსის მომზადება:
ბანანი და ვაშლი
გავასუფთავოთ, წვრილად დავჭრათ.ვაშლი შევწვათ კარაქში დარბილებამდე (3 წუთი)
დავამატოთ დაჭრილი ბანანი და კარგად ავურიოთ. მომზადებული კრემი წავუსვათ
ბისკვიტს, თანაბრად მოვაწყოთ მომზადებული შიგთავსი და გადავახვიოთ რულეტისებურად.
რულეტის ერთ ბოლოს მოვაჭრათ 6-7 სმ. ნაჭერი, წავუსვათ კრემი და მივამაგროთ რულეტზე
ისე რომ გამოვიდეს „კუნძი" წავუსვათ დარჩენილი კრემი მტლიან რულეტს, ჩანგლით
გავუკეტოთ ხაზები და გავაფორმოთ სოკოს ფორმის შოკოლადით.
|