შოკოლადის ძეხვი
მასალა:
ფხვიერი „პეჩენია" 500გრ.
კაკაო 3 ს/კ.
შაქარი 4 ს/კ.
კარაქი 200გრ.
რძე 1/2 ჭიქა
ნიგოზი ან თხილი 50-100გრ.
50გრ. ვანილინი
ცუკატი (სურვილისამებრ).
მომზადება:
დავაქუცმაცოთ თხილი. ცუკატები წვრილად დავჭრათ, „პეჩენიის"
ნაწილი წვრილად დავტეხოთ, ნაწილი - უფრო მსხვილად. ავურიოთ ერთმანეთში თხილი,
ცუკატები და „პეჩენია". შაქარი კარაქი და რძე დავადგათ გასაცხელებლად და
დაველოდოთ კარაქის გადნობას. ცხელი რძე დავასხათ მომზადებულ მასას, გადავურიოთ და
ფორმის მისაცემად გადავიტანოთ ცელოფანზე, კალკაზე ან ფოლგაზე. მივეცით ძეხვის
ფორმა და საყინულეში ჩავდოთ ერთი საათით. „კარტოფილისგან" გამოირჩევა იმით,
რომ ნაყინივით ცივი მიიტანება სუფრაზე და დაჭრილი „ძეხვის" ნაჭრებში ცუკატები
და „პეჩენიის" უფრო მსხვილი ნატეხები ნამდვილი ძეხვის ქონივით ჩანს.
|