შოკოლადის დესერტი
მასალა:
შოკოლადი 200გრ.
კვერცხი გული (ყვითრი) 3ც.
რძე 500მლ.
ნაღები 200მლ.
შაქარი 50გრ.
ჟელატინი 1ჩ/კ.
შოკოლადი გასაფორმებლად 50გრ.
მომზადება:
ჟელატინს დავასხათ 50მლ. ანადუღარი, გაციებული წყალი და გავაჩეროთ 1 საათით. კვერცხის გული
(ყვითრი) ავთქვიფოთ შაქართან ერთად. რძე დავდგათ გაზქურაზე, დავამატოთ შოკოლადი და
გავაჩეროთ ცეცხლზე შოკლადის გადნობამდე, შემდეგ დავამატოთ კვერცხის გული,
ჟელატინი, ავურიოთ და მივიყვანოთ ადუღებამდე (მაგრამ არ ავადუღოთ), გადმოვდგათ
გაზქურიდან, გავცივოთ. ნაღები ავთქვიფოთ და შევურიოთ გაცივებულ შოკოლადიან მასას.
მომზადებული მასა ჩავასხათ სასურველ ფორმებში და შევდგათ საყინულეში 5–6 საათით.
მომზადებულ დესერტს მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი და გავაფორმოთ სურვილისამებრ.
|