შქმერული
მასალა:
წიწილა
500–700გრ.
კარაქი
შესაწვავად
ნიორი
5–7 კბილი
დაფქვილი
შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
წიწილა
გავასუფთავოთ
და გავჭრათ მკერდის ხაზზე შუაზე, ისე რომ მთლიანად მოთავსდეს ტაფაზე. წიწილას მოვაყაროთ შავი წიწაკა, მარილი. კარაქი გავადნოთ და მოვათავსოთ წიწილა ტაფაზე ზურგით ზემოთ და შევწვათ ორივე მხრიდან. ნიორი დავნაყოთ, მოვაყაროთ მარილი, დავასხათ დაახლოებით 2/3 ჭიქა წყალი, კარგად ავურიოთ და აღნიშნული მასა მოვასხათ ტაფაზე. დავაფაროთ თავზე და გავაჩეროთ დაბალ ტემპერატურაზე
10–12 წუთი.
სუფრაზე გავიტანოთ ცხლად.
|