მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1362
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 23 » შენახვის პირობებში გავრცელებული მავნებელ-დაავადებები
18:33
შენახვის პირობებში გავრცელებული მავნებელ-დაავადებები


შენახვის პირობებში გავრცელებული მავნებელ-დაავადებები

 

პარკოსანი მარცვლეულის ( ლობიო, ბარდა ) მწვანე პარკსა და შემოსულ მარცვალს აზიანებენ ლობიოს და ბარდას მემარცვლიები. ისინი იჭრებიან მარცვალში და მისი შიგთავსის ცილოვანი ნივთიერებებით იკვებებიან. მარცვალში მყოფი ხოჭოები აკეთებენ ხვრელებს ( ლობიოში 5-7, ბარდაში 1-2 ) და გამოდიან გარეთ. ასეთი მარცვლეული საკვებად უვარგისია. მემარცვლიებისაგან თავის დაცვის მიზნით, პარკოსანი მარცვლეული უვნებლად რომ შევინახოთ, ის უნდა გავატაროთ წყლის ორთქლზე ან 5-10 წთ-ით ჩავყაროთ მდუღარე წყალში ( თუ სათესლედ არ გვინდა ) და წამოვადუღოთ. თესლში მყოფი მავნებლის მატლები და ხოჭოები გამოვლენ თესლიდან გარეთ. წყალი გადავწუროთ თესლი კი კარგად გავაშროთ. დანესტილი ან სველი თესლი დიდხანს ვერ ინახება, ჩა- ხურდება , ობდება და კვებით ღირებულებას კარგავს. გამშრალი თესლი შეგვიძლია მოვათავსოთ ან მინის ქილაში სადაც 1-2 ნიორის კბილი იქნება მოთავსებული ან ჩავყაროთ ნაჭრის ტომარაში, თავი მოუკრათ და მოვათავსოთ ბნელ, მშრალ, გრილ ადგილას. ხორბალი, სიმინდი, ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონი ზიანდება ბეღლის და ბრინჯის ცხვირგრძელებით. მატლი ამოჭამს ენდოსპერმს და ტოვებს მხოლოდ კანს. დაზიანებულ მარცვალში იჭრებიან ტკიპები. მარცვლეული ჩახურდება და გუდაფშუტების გამრავლების კერად იქცევა. ფქვილში გვხვდება: ჩრჩილი, ღრაჭები, ცხვირგრძელები და ტკიპები, რომლებიც ფქვილში დებენ კვერცხებს. ასეთი ფქვილის გაცრისას რჩება დაკოშტებული, შეკრული მასა, რომელშიც მავნებლის კვერცხები და მატლებია. შენახვის წინ ფქვილი უნდა გავცრათ( რაც თავიდან აგვაცილებს მავნებლის მიერ მის შემდგომ გაფუჭებას), ჩავყაროთ ნაჭრის ტომარაში და მოვათავსოთ მშრალ, გრილ ადგილას. დაუშვებელია ფქვილის დანესტვა. ასეთი ფქვილი კარგავს კვებით ღირებულებას. მასში მრავლდებიან ობის, პენიცილიუმის, ფუზარიუმის, ასპერგილუსის გამომწვევი სოკოები და ის გადასაყრელი ხდება. ხორბალს აავადებს სოკოვანი დაავადება ჭვავის რქა. ასეთი მარცვალი გახეთქილია და იქიდან შავი რქის ფორმის მასაა გამოშვერილი. სოკოს სკლეროციუმი შეიცავს შხამიან ნივთიერებებს. თუ ფქვილში სკლეროციუმები ბევრია, იგი ადამიანებისა და ცხოველების ავადმყოფურ მოვლენებს იწვევს. ადამიანს ეწყება თავის ტკივილი, გულისრევა, კუნთების დაჭიმვა და სხვ. ხშირად მოწამვლას სიკვდილი მოსდევს. ხახვი და ნიორი ინახება ბადურაში, მშრალ მდგომარეობაში, აივანზე ან კარგად განიავებულ, მშრალ სარდაფში (ცელოფანის პარკი ან პოლიეთილენის ტომარა პროდუქტს აფუჭებს ). დანესტილ, გაუმშრალ ხახვს აზიანებს სოკოები და ბაქტერიები. ასეთი ხახვის რბილობი ლპება და სპეციფიკური სუნის მატარებელია. კარტოფილი, ჭარხალი, სტაფილო, კომბოსტო უნდა შევინახოთ გრილ, მშრალ, მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას, რათა არ მოხდეს მათი დალპობა ან მაგ., კარტოფილის გორგლების გამწვანება, რომელიც ცეანოზის სახელწოდებით არის ცნობილი. ასეთი გორგლები საკვებად გამოუსადეგარია. გოგრა ( კვახი ) კარგად ინახება მთელი ზამთარი. გოგრას აზიანებს სოკოვანი დაავადება ანთრაქნოზი, რომელიც ნაყოფის რბილობში იჭრება. ასეთი გოგრის მირთმევა იწვევს მოწამვლას. გოგრით მოწამვლის რისკის თავიდან აცილების მიზნით შესანახად უნდა შევარჩიოთ დაუზიანებელი ნაყოფები. თხილი და კაკალი უნდა მოვათავსოთ ისეთ ბადურაში სადაც ჰაერი კარგად მოძრაობს. ისინი ინახება ნაჭრის ტომარაში ჩამოკიდებულ მდგომარეობაში. გამოუმშრალი თხილი და კაკალი ობდება. მათში იჭრებიან პენიცილიუმისა და ასპერგილუსის გამომწვევი სოკოები, რომლებიც იწვევენ ნაყოფრების ამძაღებას და საკვებად უვარგისს ხდიან. ჩირსა და ტყლაპზე სახლდებიან ტკიპები, ჩრჩილები და სხვა მავნებლები, რომლებიც დაბლა სწევენ მათ კვებით ღირებულებას და შენახვისათვის უვარგისს ხდიან. ჩირი, ტყლაპი, ჩურჩხელა უნდა შევინახოთ ნაჭრის ტომრებში და დავკიდოთ მშრალ, მზიან ადგილას, რათა ტომარაში ჰაერმა კარგად იმოძრაოს და მავნებლებს განვითარების საშუალება არ მიეცეთ. აღნიშნული რჩევების გათვალისწინებით თავიდან აიცილებთ ზამთრის მარაგის მავნებელ-დაავადებებისაგან დაზიანების რისკს.

წყარო: სურსათის უვნებლობის დეპარტამენტი

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 3314 | დაამატა: natia | ტეგები: შენახვის პირობებში გავრცელებული მავ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: