შემწვარი ხბოს ხორცი
მასალა:
1 კგ. ხბოს ხორცი
1კგ. კარტოფილი
ოხრახუში და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ხბოს ბარკლის ნაჭერი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, მოვაყაროთ მარილი,
დავდოთ ტაფაზე, შევდგათ გრილ ქურაში, ნელ-ნელა მოვუმატოთ ცეცხლი და შევწვათ
მზადყოფნამდე 1,5-2 საათის განმავლობაში. შეწვის პროცესში ხორცს მოვასხათ შეწვის
დროს წარმოშობილი წვენი. შემწვარი ხორცი
დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად, გადავიტანოთ სინზე, მოვრთოთ ოხრახუშით. კარტოფილი შეიძლება შევწვათ ხორცთან ერთად, ან
ცალკე და შემოვულაგოთ ხორცს სინზე.
|