შემწვარი გოჭი ნიგვზის ფარშით
მასალა:
გოჭი 1ც.
გოჭის შიგნეული (ღვიძლი, თირკმელები, გული, ფილტვები, ელენთა)
ნიგოზი 0,5 ჩ/ჭ.
ნიორი 3 კბილი
ქინძის თესლი 1 ჩ/კ.
ხმელი სუნელი2 ჩ/კ.
ქინძი, ქონდარი, წიწაკა, ტარხუნა, პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
გამოშიგნული გოჭი გავრეცხოთ, გარედან და შიგნიდან მოვაყაროთ მარილი.
ფარშის მოსამზადებლად, გოჭის შიგნეული (ღვიძლი, თირკმელები, გული, ფილტვები,
ელენთა) მოვხარშოთ ნახევრად მზადყოფნამდე და წვრილად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი.
დავამატოთ დანაყილი ნიგოზი, ნიორი, ქინძი, წიწაკა, ქინძის თესლი, ხმელი სუნელი,
ხმელი ქონდარი, ტარხუნა, პილპილი და კარგად ავურიოთ. ფარშით ამოვავსოთ გოჭის მუცელი,
გავკეროთ მაგარი ძაფით. გოჭი დავდოთ ტაფაზე ზურგით ზევით და შევდგათ ქურაში.
შეწვის პროცესში პერიოდულად მოვასხათ ცხიმი, რომელიც მისგან გამოიყოფა და
ზედაპირზე წავუსვათ კარაქი.
|