შემწვარი წიწილა სულგუნით
მასალა:
წიწილა 1ც.
ერბო 20გრ.
სულგუნი 100გრ.
ბროწეული
და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
გასუფთავებული,
გარეცხილი
და მარილმოყრილი წიწილის მუცლის ღრუ გამოვტენოთ წვრილად დაჭრილი სულგუნით. გავკეროთ ძაფით
ან ჩხირებით, წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ ნაკვერჩხალზე. შეწვის დროს ხანგამოშვებით წავუსვათ ერბოში არეული ბროწეულის წვენი. როცა მზად იქნება, ძაფები ან ჩხირები მოვაცილოთ
(ან ჩხირებით), დავჭრათ და ისე
მივიტანოთ
სუფრაზე.
|