შემწვარი თევზის ფილე
მასალა:
თევზის ფილე 500გრ.
მცენარეული ზეთი, დაფქვილი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
ამოსავლები:
კვერცხი 3ც.
რძე 200 მლ.
პურის ფქვილი 200გრ.
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
თევზის ფილე დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი,
წიწაკა და გავაჩეროთ 30 წუთი.
ამოსავლების მომზადება:
კვერცხი ავთქვიფოთ მარილთან ერთად, დავამატოთ რძე, ავურიოთ,შემდეგ დავამატოთ ფქვილი და ისევ
ავურიოთ. თევზის ნაჭრები ამომვავლოთ მომზადებულ მასაში და შევწვათ ტაფაზე დიდი
რაოდენობით გაცხელებულ მცენარეულ ზეთში, ორივე მხრიდან, ოქროსფერი ფერის
მიღებამდე. (დაახლოებით 5–7 წუთი). (სასურველია თევზის ნაჭრები შევწვათ პატარა
პორციებად, რათა ნაჭრები ერთმანეთს არ მიეკროს). მომზადების შემდეგ გავაფორმოთ
სურვილისამებრ.
|