შემწვარი ტოსტები
მასალა:
თეთრი პური 1ც.
კვერცხი 2ც.
რძე 1 ჭიქა
კარაქი შესაწვავად
შაქარი გემოვნებით.
მომზადება:
კვერცხი ავთქვიფოთ, დავამატოთ რძე და კვლავ ავთქვიფოთ მიქსერით. პური
დავჭრათ 1სმ. სისქის ნაჭრებად, ამოვავლოთ ორივე მხრიდან კვერცხიან–რძიან მასაში და
შევწვათ ტაფაზე კარქში. შეწვის შემდეგ სანამ ტოსტები გაცივდება მოვაყაროთ შაქარი.
|