შემწვარი სოკო კვერცხით
მასალა:
ახალი სოკო 500გრ.
კვერცხი 2ც.
წითელი ხახვი 2-3 ც.
მცენარეული ზეთი 500 გრ.
ოხრახუში, კამა, ქინძი, დაფქვილი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
დამუშავებული სოკო დავჭრათ ნაჭრებად, შევწვათ ზეთში, დავუმატოთ
წვრილად დაჭრილი წითელი ხახვი, წვრილად დაჭრილი მწვანილი, მოვაყაროთ წიწაკა,
მარილი, კარგად ავურიოთ და როდესაც მზად იქნება, ჩავახალოთ ათქვეფილი კვერცხი,
გავაჩეროთ გაზქურაზე 7–8 წუთი. სუფრაზე მივიტანოთ ცხლად, გავაფორმოთ მწვანილით.
|