
შემწვარი ორაგული
მასალა:
ორაგული 1კგ.
სტაფილო 200გრ.
ხახვი 250გრ.
კვერცხი 1-2ც.
დაფქვილი ორცხობილა (სუხარი) ამოსავლებად
მცენარეული ზეთი შესაწვავად
ხმელი სუნელები (ქინძი და სხვა), წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
თევზი გავასუფთავოდ და დავჭრათ 1,5–2 სმ. სისქის ნაჭრებად, მოვაყაროთ
მარილი, წიწაკა, სუნელები და გავაჩეროთ 20–30 წუთი. ხახვი დავჭრათ
ნახევარმთვარისებურად და შევწვათ ზეთში ოქროსფერი ფერის მიღებამდე, დავამატოთ
გახეხილი სტაფილო, გავაჩეროთ გაზქურაზე 5–10 წუთი და შემდეგ გადმოვდგათ. კვერცხი
ავთქვიფოთ და ამოვავლოთ მასში თევზის ნაჭრები, შემდეგ თევზის ნაჭრები ამოვავლოთ
სუხარში და შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან.
მომზადების შემდეგ თევზის ნაჭრებზე მოვათავსოთ შემწვარი სტაფილო ხახვით და
გავაფორმოთ მწვანილით.
|