შემწვარი კამბალა ფორთოხლით
მასალა:
კამბალა 500გრ.
ფორთოხლი 300გრ.
ხახვი 150გრ.
მცენარეული ზეთი, წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ხახვი დავჭრათ ნახევარმთვარისებურად. ფორთოხლისგან გამოვწუროთ წვენი. ტაფაზე
ზეთში შევწვათ ხახვი, დავამატოთ თევზი, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, შევწვათ 5 წუთი
ორივე მხრიდან, შემდეგ დავამატოთ ფორთოხლის წვენი და ვთუშოთ 10 წუთის
განმავლობაში. მომზადების შემდეგ გავაფორმოთ ფორთოხლის ნაჭერით და მწვანილით.
|