![](/4/675.jpg)
შემწვარი ბადრიჯანი ნივრით და მწვანილით
მასალა:
ბადრიჯანი 1 კგ.
ნიორი 7-8 კბილი
მწვანე ხახვი 150 გრ.
მცენარეული ზეთი 1 ჭიქა
რეჰანი, ქინძი, კამა, ოხრახუში და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ბადრიჯანი დავჭრათ გრძლად, მოვაყაროთ მარილი, გავაჩეროთ 20–30 წუთი.
შემდეგ გავწუროთ ხელით და შევწვათ ზეთში. მწვანილი წვრილად დავჭრათ, შევურიოთ
წვრილად დაჭრილი ხახვი და გატარებული ნიორი. მომზადებული მასა დავდოთ ბადრიჯანზე
და გადავახვიოთ. სუფრაზე მიტანის წინ გავაფორმოთ მწვანილით.
|