შებოლილი სულუგუნი
სულუგუნი მეგრული სამზარეულოს განსაკუთრებული კერძია. იგი
მზადდება ამოსული ჭყინტი ყველისაგან. ჭყინტ ყველს დაჭრიან თხელ ნაჭრებად და ჩაყრიან
მდუღარეში. ერთი-ორი წუთის შემდეგ გადმოიღებენ მასას და მოზელენ. მიიღება
სულუგუნი. სულუგუნს მოაყრიან მარილს და რამოდენიმე დღე აჩერებენ მარილში. ამის
შემდეგ ააცმევენ თოკზე და დაკიდებენ შუა ცეცხლის თავზე გამოსაშრობად. სადაც
შეიბოლება და ღებულობს სასიამოვნო კვამლის გემოს.
|