შავი ყავა
შავი
ყავის მოსამზადებლად გირჩევთ გამოიყენოთ მხოლოდ კარგი ხარისხის ნატურალური ყავა. შეგიძლიათ შეურიოთ ერთმანეთში სხვადასხვა ჯიშის ყავა. ნედლი ყავა მოხალეთ და დაფქვით მოდუღების წინ. ყავის მოხალვისას ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ არ დაწვათ მარცვლები. მათი ფერი უნდა იყოს ყავისფერ-წაბლიფერი. საერთოდ ყავის ერთი ულუფას ამზადებენ 4 ჩ/კ, ხოლო ორმაგ ულუფას - 8 გრამისგან. თუ სურვილი გაქვთ, რომ მოამზადოთ უფრო კარგი, უფრო ძლიერი ყავა მაშინ ულუფას უნად დაუმატოთ 5 - 10
გრამი. ყავას არ ხარშავენ, არამედ ადუღებული წყლით აყენებენ, როგორც ჩაის. ყავა აუცილებლად უნდა გამზადდეს მაგიდასთან მირთმევამდე ცხელ მდგომარეობაში.
|