შაქრის ორცხობილა
მასალა:
კარაქი 100გრ.
არაჟანი 200გრ.
შაქარი 0,75 ჭიქა.
პურის ფქვილი 3,5 ჭიქა.
გამაფხვიერებელი 1,5ჩ/კ.
კვერცხი 2ც.
ვანილი 1ც.
შაქარი თავზე მოსაყრელად გემოვნებით
მომზადება:
კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად მიქსერით, დავამატოთ დარბილებული
კარქი, არაჟანი და კარგად ავთქვიფოთ, შემდეგ ნელ–ნელა ჩავყაროთ ფქვილი (ფქვილი
გავცრათ) გამაფხვიერებლში არეული და მოვზილოთ ნაზი ცომი. შემდეგ მომზადებული ცომი
დავამრგვალოთ, მოვაყაროთ ფქვილი და შევდგათ საყინულეში 2–3 საათით. გაყინული ცომი
გამოვიღოთ საყინულიდან, გავაბრტყელოთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე და ამოვჭრათ ჩვენთვის სასურველი ფორმები. (შეგვიძლია
დავჭრათ ჭიქით ან სპეციალური საჭრელით) ამოჭრილი ფორმები მოვათავსოთ მშრალ
გამოსაცხობ ფორმაზე, თითოეულს მოვაყაროთ შაქარი და შევდგათ 180* ტემპერატურაზე
გაცხელებულ აირღუმელში, ვაცხოთ 15–20 წუთის განმავლობაში (გამოცხობის დრო
დამოკიდებულია ორცხობილების სისქეზე).
|