საზამთროს მწნილი
ავიღოთ
დაუმწიფარი
პატარა საზამთროები, გული ჯერ კიდევ სულ თეთრი რომ აქვს და კურკაც არ არის ჩამოყალიბებული
(დაახლოებით
1 კგ.-მდე უნდა იყოს თითო საზამთრო, უკეთესია მოზრდილი პამიდვრის ხელა როცაა, ამათ დაჭრაც არ სჭირდებათ), დავჭრათ ოთხად ან ორად, ჩავდოთ ემალირებულ ან კერამიკულ ჭურჭელში, ფენა-ფენა დავამატოთ წითელი წიწაკა, ნიორი, დაფნის ფოთოლი, ნიახური (ბლომად), მუხის და ალუბლის
ფოთლები (დიდ ჭურჭელზე 10-15 ცალი), პირშუშხას (ხრენი) ფოთლები. ადუღებულ წყალში გავხსნათ მარილი 1 ლიტრზე - 1 სუფრის კოვზი და დავამატოთ 1 ჩ/კ. სახლის ძმარი, ავურიოთ და ჩავასხათ ჭურჭელში.
|