საზამთრო
საზამთრო (Citrullus) ერთ- ან მრავალწლოვანი მცენარის გვარი გოგროვანთა ოჯახისა. ამ სითბოსმოყვარული მცენარის სამშობლო სამხრეთ ამერიკაა. ნაყოფი გოგრულაა, სფეროსებრი, ოვალური ან ცილინდრული; შეფერილობა - თეთრიდან მუქ მწვანამდე. კანი შეიძლება მოხატული იყოს ბადისებრი ვარაყით ან ზოლებით, ლაქებით და სხვა. რბილობი ვარდისფერი, წითელი, ჟოლოსფერი, იშვიათად თეთრი ან ყვითელია. ცნობილია საზამთღოს 3 სახეობა: ველური (Citrullus colocynthis), სასუფრე (Citrullus vulgarus) და საკვები (Citrullus colocynthoides). საზამთრო სითბოს მოყვარუყლია,ნიადაგის მიმართ ნაკლებმომთხოვნი. სამშობლოა სამხრეთ აფრიკა. ფართოდაა გავრცელებული სასუფრე საზამთრო, რომელიც იწონის 0,6-16 კგ-მდე, შეიცავს 11%-მდე შაქარს, ვიტამინებს და სხვა. იყენებენ ნედლად დამწნილებულს (პატარებს). ამზადებენ თაფლს, ცუკატს და სხვა. საშუალო მოსავლიანობა 150-200 ც/ჰა, საკვები საზამთროსი - 250-300ც/ჰა. ცხოველი ჭამს ნედლად და დასილოსებულს. სასუფრე საზამთროს გავრცელებული ჯიშებია „პობედიტელ-395", „სტოქსა-647-/649" და სხვა. საკვები საზამთროსი - „დისხიმი", „ბროდსკი 37-42" და სხვა. საქართველოში გავრცელებული ადგილობრივი ჯიშები: ”მუხრანის”, ”კახური”, ”შავი”, ”სოხუმის” და სხვა. საზამთროს ნაყოფის რბილანა გამოირჩევა სასიამოვნო გემოთი და კარგად კლავს წყურვილს. ამ სითბოსმოყვარული მცენარის სამშობლო სამხრეთ ამერიკაა. საზამთროს ნაყოფში შედის: შაქრები (უმთავრესად ფრუქტოზა), B1, B2, PP ვიტამინები, ასკორბინის და ფენოლის მჟავები, კაროტინი, პექტინოვანი ნივთიერებები, უჯრედანა. თესლი შეიცავს ზეთს. საზამთროს ნაყოფის რბილანა გამოირჩევა სასიამოვნო გემოთი და კარგად კლავს წყურვილს საზამთროს შიგთავსი შეიცავს კარგად მოსანელებელ ბუნებრივ შაქარს, რომლის დიდ ნაწილს შეადგენს ფრუქტოზა და გლუკოზა, მცირეს – სახაროზა. მასში შედის აგრეთვე ვიტამინები, კაროტინი, პექტინის ნახევრადსახარინები, უჯრედისები და მიკროელემენტები: კალიუმი, მაგნიუმი, რკინა, ნატრიუმი, კალციუმი, ფოსფორი და სხვა. საკვები ნივთიერების ასეთი მდიდარი ასორტიმენტი სასიკეთოდ მოქმედებს გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე, შიდა სეკრეციის ჯირკვლებზე, ხელს უწყობს კუჭ–ნაწლავის მიკროფლორის აქტიურობის ამაღლებას. საზამთრო შეჰყავთ დიეტაში ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს (ციროზი, ბოტკინის დაავადება), შეკრულობის, პოდაგრის, ართრიტების, ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის, კორონარული უკმარისობისა და ანგინის დროს. რადგანაც საზამთრო მდიდარია რკინით, რომელიც აუცილებელია სისხლის წარმოქმნისათვის, ის გამოიყენება ანემიის დროს. იგი მეტად სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტის, საჭმლის მონელების დროს, აჩქარებს ქოლესტერინის გამოყოფას. სახალხო მედიცინაში საზამთრო გამოიყენება როგორც შარდმდენი თირკმლისა და სისხლძარღვოვანი წარმოშობის შეშუპების დროს. ის აგრეთვე სასარგებლოა უროლოგიური დაავადებების – ცისტიტის, ნეფრიტის, პიელონეფრიტის დროს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზამთრო შეიცავს კალიუმს, რომელიც სხვა შარდმდენი სამკურნალო წამლების მიღების დროს ორგანიზმიდან გამოიყოფა. საზამთროს შიმშილობა, ორგანიზმის საერთო გაწმენდის დროს გამოიყენება საზამთროს შიმშილობა, როცა 3–4 დღის მანძილზე ვღებულობთ მხოლოდ საზამთროსა და შავ პურს. შარდის ინტენსიური გამოყოფით ამ პროცედურის დროს სუფთავდება თირკმელები და შარდგამომყოფი გზები, ამ დროს გამოიყოფა სილა და წვრილი ქვები. საზამთროს შიგთავსი გამოიყენება აგრეთვე მისი დადებით დაზიანებულ ადგილებზე ფსორიაზის და ეგზემის დროს. კანის მოვლისა და მისი გაახალგაზრდავების მიზნით იყენებენ საზამთროს შიგთავსს ანდა წვენის ნიღბებს. მისი წვენით გაჟღინთეთ რამდენიმე ფენად დაკეცილი მარლა, რომელსაც შემდეგ დაიდებთ სახეზე ან კისერზე. 20 წუთის შემდეგ მარლის საფენი აიღეთ, კანი ჩამოიბანეთ, გაიმშრალეთ პირსახოცით და წაისვით სახის საცხი.
საინტერესო ფაქტები:
– საზამთრო – ერთადერთი ლიდერია ლიკოპენის შემცველობით, რომელიც ძლიერი ანტიოქსიდანტია;
– საზამთრო შედგება 92% წყლისაგან;
– საზამთროს ორი ნაჭერი შეიცავს ვიტამინი ს–ს დღიური ნორმის ნახევარს;
– საზამთროს შესამოწმებლად ნიტრატების შემცველობაზე, საკმარისია მისი ერთი ნაჭერი ჩავუშვათ ჭიქა წყალში. საზამთრო ნიტრატებით შეღებავს წყალს წითლად ანდა ვარდისფრად, ხოლო "სუფთა" საზამთრო წყალს ამღვრევს. შაკიკის შემოტევა გაგივლით, თუ ქორფა საზამთროს ქერქს შიგა მხრიდან საფეთქლებსა და შუბლზე 20-30 წუთით დაიდებთ და შეიკრავთ. საზამთროს არანაკლებ ეფექტური ჭიის წამალია, ვიდრე გოგრის თესლი. პარაზიტების სასიკვდილო საშუალება რომ დაამზადოთ, საზამთროს გამხმარი თესლი, ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ, შეურიეთ რძე. პროპორციით 1:10. ძირითად კვებას შორის დღეში ორჯერ 2 ჭიქა მიიღეთ.
წყარო: ira-gar.blogspot.com და ka.wikipedia.org
|